24 საათის განმავლობაში საქართველოში კორონა ვირუსული ინფექციის შემთხვევების რაოდენობა 5-ით გაიზარდა და 893 შეადგინა. ამის შესახებ ინფორმაცია შეგიძლიათ იხილოთ მთავრობის მიერ შექმნილ სპეციალურ ვებგვერდზე stopcov.ge.

ამ დროისათვის საქართველოში 731 ადამიანია გამოჯანმრთელებული.

საკარანტინო რეჟიმში 2710 ადამიანია, ხოლო ზედამხედველ საავადმყოფოში – 267 ადამიანი.

საქართველოში კორონა ვირუსის შედეგად 14 ადამიანი გარდაიცვალა.

ამასთან, საქართველოს 3 მოქალაქე უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოიყვანეს.