ევროკავშირმა შესაძლოა, „ასტრაზენეკასთან“ კონტრაქტი აღარ განაახლოს. შიდა ბაზრის საკითხებში ევროკომისარმა, ტიერი ბრეტონმა განაცხადა, რომ „ასტრაზენეკამ“ არაერთხელ გადადო ევროკავშირისთვის ვაქცინების მიწოდება.
ევროკომისრის განცხადებით, მთავარი პრიორიტეტი არის, რომ ფარმაცევტულმა კომპანიამ ვაქცინის ზუსტი მიწოდება უზრუნველყოს, როგორც ეს ხელშეკრულებითაა გათვალისწინებული.
ტიერი ბრეტონის თქმით, პირველ კვარტალში წამლის მწარმოებელმა 120 მილიონის ნაცვლად მხოლოდ 30 მილიონი დოზის მიწოდება უზრუნველყო, მეორე კვარტალში კი 180 მილიონის ნაცვლად, 70 მილიონი დოზის.
ევროკომისრის განცხადებით, ევროკავშირს გადაწყვეტილება არ მიუღია, მაგრამ საკითხის განხილვას გააგრძელებს. მხარეებს შორის ვაქცინების კონტრაქტის ვადა მიმდინარე წლის 30 ივნისს იწურება.