საქართველოში კორონავირუსის 1 219 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის სპეციალურ ვებგვერდ stopcov.ge-ზე ცოტა ხნის წინ განახლდა.
ქვეყანაში ბოლო 24 საათში 301 ადამიანი გამოჯანმრთელდა. ბოლო დღე-ღამეში კორონავირუსით გარდაიცვალა ცხრა პაციენტი.
ბოლო 24 საათში ქვეყანაში ჩატარდა 34 046 ტესტი, მათ შორის ანტიგენის სწრაფი ტესტით – 21 754, „პისიარ“-ტესტით –12 292.
ქვეყანაში კორონავირუსის გამოვლენის დადებითობის მაჩვენებლებია: დღიური – 3,58%, ბოლო 14 დღის – 2,91%, ბოლო 7 დღის – 3,26%.
საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების სულ 294 540 შემთხვევაა გამოვლენილი, მათგან 280 132 გამოჯანმრთელდა, 3 925 კი, გარდაიცვალა.
ქვეყანაში სულ აცრილია – 27 654 პირი, დღიურად აცრილია – 1 237 ადამიანი.
კარანტინის რეჟიმშია 335, სტაციონარში მეთვალყურეობას 2 848 ადამიანი გადის, კლინიკურ სასტუმროში იმყოფება 427 პირი.
ამასთან, 15 აპრილის მდგომარეობით, საქართველოში კორონავირუსის 1 077 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გამოჯანმრთელდა 442 პაციენტი.