ახალქალაქის კულტურის სახლის გამჭოლი სიცივისა და მტვრის პირობებში მიუზიკლის, «თამადა მანჰეტენზე» პრემიერა შედგა. მაყურებლების მცირე რაოდენობამ მიუზიკლს ბოლომდე ინტერესით უყურა.

manhten1

პანდემიის დაწყების შემდეგ «თამადა მანჰეტენზე» პირველი კულტურული ღონისძიებაა, რომელიც ახალქალაქში გაიმართა. COVID-19- ის გამო, სიფრთხილის ზომების მიღების დისტანციის დაცვის აუცილებლობა არ იყო, რადგან კულტურის სახლის უზარმაზარ დარბაზში 20-30-ზე მეტი ადამიანი არ იმყოფებოდა, მათი უმეტესობა ბავშვები იყვნენ.

manheten6

კულტურის სახლში, ყოველი კულტურული ღონისძიების შემდეგ, მაყურებლის რაოდენობა სულ უფრო და უფრო მცირდება. ეს გასაკვირი არ არის, რადგან აქ ყოველთვის ცივა, როგორც ზამთარში, ისე ზაფხულში, მიუხედავად იმისა, რომ შენობაში გათბობის სისტემა არის. (ამის შესახებ უფრო დეტალურად სხვა მასალაში შემოგთავაზებთ).

მოცეკვავეები მტვრიან სცენაზე გამოდიოდნენ. ამის მიუხედავად, იმ იშვიათ მაყურებელს, ვისაც გაციების არ ეშინოდა, წასვლა არ სურდა. მოცეკვავეების მოძრაობებმა, მუსიკოსების ბრწყინვალე შესრულებამ მაყურებლის ყურადღება მიიპყრო.

manheten7

მანამდე, გუშინ, 12 აპრილს, მიუზიკლი ნინოწმინდაში წარმოადგინეს, უფრო მოსახერხებელ და კომფორტულ პირობებში, როგორც მაყურებლისთვის, ასევე არტისტებისთვის.

სამცხე-ჯავახეთის რეგიონში “მოძრაობის თეატრმა” აშშ–ს საელჩოს მხარდაჭერით წამოიწყო პროექტი “ინტეგრაციის საერთაშორისო კულტურა”. იოსებ ბაკურაძის ხელმძღვანელობით პიესა “წყურვილის” პრემიერა ახალციხეში 7 აპრილს შედგა.

”ეს სპექტაკლი 2 წლის წინ დავდგით. ეს არის კოლაბორაცია «მოძრაობის თეატრსა» და ვაშინგტონის თეატრალურ კომპანიას შორის. ეს არის ბროდვეის სტილის მიუზიკლი. ჩვენ საგასტროლო ტური გვაქვს, გუშინ ნინოწმინდაში ვიყავით, დღეს ახალქალაქში, ხვალ ახალციხეში. რა თქმა უნდა, ახალქალაქში რთული პირობებია, მე ვიტყოდი ეგზოტიკური, ცივა და განათება, არც თუ ისე კარგია, მაგრამ, მაინც ეს ჩვენი პროფესიაა და თეატრი ყველასთვისაა”, – თქვა იოსებ ბაკურაძემ.

manheten5

“მოძრაობის თეატრის” სამხატვრო ხელმძღვანელმა, იოსებ ბაკურაძემ პროექტის პირველ ეტაპზე დადგა ამერიკელი დრამატურგის, ევგენი ო’ნილის პიესა “წყურვილი”. ამ სპექტაკლს ენობრივი ბარიერი არ აქვს, ის ნებისმიერი ეროვნების მაყურებლისთვის გასაგებია.

manheten3

ამერიკელმა რეჟისორმა პოლ გორდონ ემერსონმა აშშ-ს საელჩოს მხარდაჭერით «მოძრაობის თეატრში» დადგა ბროდვეის სტილის მიუზიკლი “თამადა მანჰეტენზე”. ეს არის ვაშინგტონის თეატრის – “E”-ს და “მოძრაობის თეატრის” ერთობლივი სამუშაოა, რომელიც ამერიკულ-ქართული თეატრის თანამშრომლობის ფარგლებში განხორციელდა.

 

manheten2

 

manheten8