იუსტიციის უმაღლესი საბჭო საერთო სასამართლოების ვიზიტორებს, მოქალაქეებს მიმართავს თხოვნით, განსაკუთრებული და გადაუდებელი აუცილებლობის გარდა, კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით, სასამართლო პროცესებზე დასწრებისგან თავი შეიკაონ.
“დავიცვათ, როგორც საკუთარი, ისე გარშემომყოფთა ჯანმრთელობა”, – წერია იუსტიციის უმაღლესი საბჭოს განცხადებაში.