USAID-ის დაწყებითი განათლების პროგრამა, რომელიც საერთაშორისო სამმხრივი კვლევითი ინსტიტუტის (RTI) მიერ სამცხე-ჯავახეთის უნივერსიტეტთან თანამშრომლობით ხორციელდება, დაწყებითი კლასების მასწავლებლებისთვის კონკურსს აცხადებს.
კონკურსის ფარგლებში, სხვადასხვა ნომინაციებში გამოაცხადებენ სამცხე-ჯავახეთის დაწყებით სკოლებში (I – VI) მშობლიური ენისა და ლიტერატურის მასწავლებლებს, აგრეთვე მათემატიკის მასწავლებლებს და დამსახურებულ
კონკურსის მიზანია მასწავლებლების წახალისება, რაც მათ პედაგოგიურ პრაქტიკაში ახალი ეფექტიანი პრაქტიკის დანერგვაში დაეხმარება.
კითხვისა და მათემატიკის მასწავლებლების შერჩევის კრიტერიუმები:
სწავლების ახალი მეთოდების შესწავლის მზადყოფნა
კითხვის, ან მათემატიკური საგნების სწავლაში შემოქმედებითი და ნოვატორული მეთოდის შეტანა
პარტნიორებთან თანამშრომლობა
დაწყებითი კლასების მასწავლებლების შერჩევის კრიტერიუმები:
სწავლების ორი, ან არანაკლებ ორი წლის გამოცდილება
სწავლების ახალი მეთოდების შესწავლის მზადყოფნა
კითხვის, ან მათემატიკური საგნების სწავლაში შემოქმედებითი და ნოვატორული მეთოდების შეტანა
პარტნიორებთან თანამშრომლობა
კონკურსში მონაწილეობისთვის მასწავლებლებმა უნდა წარმოადგინონ შემდეგი დოკუმენტები:
დასაქმების დამადასტურებელი დოკუმენტი თარიღთან ერთად
სხვადასხვა ტრენინგში და ონლაინ ქსელურ ჯგუფებში მონაწილეობის დამანდასრტურებელი დოკუმენტი
მონაწილეების წრეებში სწავლების მონაწილეობის დამადასტურებელი დოკუმენტი
სარეკომენდაციო წერილი დირექტორისგან, მშობლისგან, სკოლის სამეურვეო საბჭოს და/ან წამყვანი მასწავლებლის სარეკომენდაციო წერილი
წერილში მითითებული უნდა იყოს კოლეგების საქმიანობის მონაწილეობის დამადასტურებელი საბუთი
მასწავლებლის ფოტოსურათი, სადაც აზიარებს კოლეგების, მშობლების და კოლეგებთან, ან მშობლებთან კონსულტაციის შემდეგ კლასის მიერ გაკეთებულ საგანმანათლებლო არტეფაქტით
კონკურსის გამარჯვებულს ჟიური 18 მაისს გამოავლენს, ხოლო დაჯილდოების ცერემონია თბილისში, ივნისში გაიმართება.
დამატებით ინფორმაციას შეგიძლიათ გაეცნოთ აქ.