სომხეთში, გასული დღე-ღამის განმავლობაში, კორონავირუსის 1 231 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ინფორმაციას სომხეთის დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ეროვნული ცენტრი ავრცელებს.

მათივე ცნობით, ქვეყანაში, ბოლო 24 საათში, კოვიდ 19-ს 28 პაციენტის სიცოცხლე ემსხვერპლა.

სომხეთში, საერთო ჯამში, კორონავირუსის 200 129 შემთხვევაა დადასტურებული. სომხეთში დღემდე ვირუსს 3 675 ადამიანი ემსხვერპლა, გამოჯანმრთელებული პაციენტების საერთო რაოდენობა კი 179 043-ია.