“საბრძოლო ნაწილში ვიყავი, გადრუტში, 27 სექტემბრის დილით, დაახლოებით 7:15 საათზე, მწკრივში ჩავდექი, რომ სასადილოში წავსულიყავი, მაშინ დაარტყეს «სმერჩით» გადრუტს. ჩვენ მალევე თავშესაფარში ჩავედით, მთელი დღე გვბომბავდნენ, მათ ინტენსიური ბრძოლები დაიწყეს. განყოფილებებში მალევე შევიარაღდით და პოზიციები დავიკავეთ, მტრის წინსვლა შევაჩერეთ».

ჯავახეთის მცხოვრებს, უფროს ლეიტენანტს, გრიგორ ამბარიანს მისი მსახურების შესახებ საუბარი, ნანახი ომის გახსენება და განსაკუთრებით, ჟურნალისტების შეკითხვებზე პასუხის გაცემა უჭირს.

“თავიდან, როცა, ჯერ კიდევ პოზიციაზე არ ვიყავი, სულ იმაზე ვფიქრობდი, რაც ფრონტის წინა ხაზზე ხდებოდა, თუმცა კავშირის საშუალებით ზოგიერთ ინფორმაციას ვიგებდი. პირველივე დღეს ბატალიონმა მოწინააღმდეგის 4 ჯავშანტექნიკიდან 3 დაამარცხა, ერთმა უკან დაიხია. ჩვენ მრავალრიცხოვანი წარმატებები გვქონდა”.

IMG-20210206-WA0008

26 წლის ჯარისკაცის აზრით, ომი მოსალოდნელი იყო – აზერბაიჯანი სწავლებებს ატარებდა.

“ჩემთვის გამოცანად დარჩა, როგორ დაიპყრეს ქალაქი გადრუტი, როგორ მოახერხა მოწინააღმდეგემ სერიოზული ბრძოლის გარეშე ქალაქის აღება. ხოლო ჩვენი საბრძოლო პოზიცია მტრისთვის მიუწვდომელი იყო, ჩვენი უკანა მხარე სუსტი იყო, მაგრამ ფრონტის ხაზი ძალიან ძლიერი და ეს ჩვენი სამეთაურო შემადგენლობის წყალობით. პროფესიონალური სამეთაურო შემადგენლობის წყალობით ჩვენი პოზიციები ძალიან ძლიერი იყო, უბრალოდ, როცა ქალაქი აიღეს, მოწინააღმდეგე უკვე ყველა მხრიდან გვიტევდა, ჩვენ პოზიციებს ვეღარ ვიკავებდით. ერთი მხრივ, ჩვენ გასავალი მარტუნიზე გვქონდა, საიდანაც 28 სექტემბერს გავედით. მას შემდეგ, რაც 32 დღე პოზიციებს ვიკავებდით, მოწინააღმდეგე ჩვენ ზურგს უკან იყო, დაიპყრო ის, ჯაბრაილის მხრიდან შემოვიდა, სხვა გასავალი არ გვქონდა, ეს შეუძლებელი იყო…”

აპრილის ოთხდღიანი ომის დროს გრიგორი კურსანტი იყო. გარემოებებიდან გამომდინარე ვაზგენ სარგსიანის სახელობის სასწავლებლის აღმზრდელი მაშინაც ყარაბაღში გადამზადებაზე იყო, უფრო სწორად გადრუტში, ისევე, როგორც ამ ომის დროს.

“ჩვენ მოწინააღმდეგეს საშუალებას არ ვაძლევდით, რომ უკნიდან შემოპარულიყო. უკეთესი იქნებოდა, ომი რომ გაგრძელებულიყო და არ შეჩერებულიყო”.

ოფიცრის თქმით, ეს 44 დღიანი ომი იმდენად ინტენსიური იყო, უპილოტო მფრინავი აპარატების გამოყენება  იმდენად მრავალრიცხოვანი იყო, რომ ხშირად არ შეეძლოთ შეტევა. ისინი ყარაბაღის გმირის, შაქარიანის მეთაურობით იბრძოდნენ, ჰქონდათ, როგორც წარმატება, ასევე წარუმატებლობა.

IMG-20210206-WA0000

გრიგორი მამისგან მოსმენილ ამბებს პირველი ყარაბაღის ომის შესახებ ბავშვობიდან უსმენდა.

“მამაჩემი – ყარაბაღის პირველი ომის მონაწილეა, ის მუდამ ყვებოდა, ამბობდა, რომ არის სამშობლო, ერი, რომელიც წმინდაა, აუცილებელია მისი მყარად დაჭერა, ის მუდამ ამბობდა, რომ დღეს ჩვენ შუში გავათავისუფლეთ, თვითორგანიზება გავაკეთეთ და შევუტიეთ და ასე შემდეგ”.

უკანასკნელი აღნიშნავს, რომ სუმგაითის ხოცვა-ჟლეტვის, გენოციდის, ყარაბაღის ომის შესახებ მოსმენა ერთია, სხვა საქმეა, როცა თქვენ თვითონ იბრძვი. შენში სისხლი დუღს, შინაგანი ხმა მუდამ გეუბნება, რომ შური იძიო

გადრუტში 32 დღე ვიყავი, დასვენების 2-3 დღის შემდეგ, ჩვენ შუშიში ავედით, მე შუშიში თვეში 5-დან 8 რიცხვის ჩათვლით ვიყავი. ის დღეები ჩემთვის დაუვიწყარია. ჩემი ბატალიონი წვევანდელთა ბატალიონი, როცა გვითხრეს, რომ შუშიში უნდა ავსულიყავით, ვიფიქრე, საინტერესოა, შეძლებენ თუ არა ჯარისკაცები მსახურების მესამე თვეს ბრძოლას. როგორც კი პოზიციებზე ავედით, არაუგვიანეს 5 წუთში ცხარე ბრძოლა დაიწყო. მოწინააღმდეგის ჯარისკაცები რაოდენობრივად მეტნი იყვნენ, ვფიქრობ, ისინი «იაშმიდან» იყვნენ, ჩვენს წინააღმდეგ თურქეთი ომობდა. ჩვენ წრიულ თავდაცვაზე გადავედით, მოწინააღმდეგემ შუშიში ვერ მოახერხა შემოსვლა, მაგრამ უკვე ალყაში ვიყავით, დაახლოებით 300-400 ადამიანი, მოწინააღმდეგე 3-4 ათასი ადამიანის შემადგენლობით, ქარინ ტაკის ქვეშ იყო, ლაჩინის გზის გავლით. ისინი მუდამ კონტრშეტევებს ახორციელებდნენ და ეს არ გამოსდიოდათ, მსხვერპლი იყო, ჩვენც განვიცადეთ დანაკარგი, დაჭრილებს ვერ ვეხმარებოდით… 7 ნოემბერს, გამთენიისას კონტრშეტევაზე უნდა გადავსულიყავით, ყველაფერი ნათელი იყო, ან ჩვენ, ან ისინი”.

IMG-20210206-WA0005

დღესაც კი უკვირს გრიგორს, რომ მტრის ტყვია მას არ მოხვდა. ომის შემდეგ, იმ დღეებში განცდილის გაანალიზებით სხვაგვარად დაიწყო ცხოვრების დაფასება და აღნიშნავს: “ტყვიები ძალიან ახლოს გადიოდა, მეგონა, რომ, მორჩა, სადაცაა მომხვდება, არ მეგონა, რომ გადავრჩები”.

შუშიში სამი დღის განმავლობაში დახმარება არ მოდიოდა. უკან დახევის ბრძანება მივიღეთ, არაფერი გვქონდა, ორი ტანკის გარდა, ბევრი მსხვერპლი და დაჭრილი გვყავდა, ვერავინ ახერხებდა დაჭრილების გაყვანას. ღამით ტყის გავლით ვცადეთ სტეფანაკერტში ჩასვლა, შემდეგ ჩემ წინაშე 6 ადამიანისგან შემდგარი ჯგუფი გამოვიდა, ერთ-ერთმა მათგანმა თქვა: «ჰოვო, ეს შენ ხარ?» ჩვენი ასეულის მეთაურმა თქვა, რომ ეს სომხები არიან, ვითომ გზა ღია არის, მე ვთქვი, რომ არ მჯერა, ეს თურქები არიან და მე მართალი აღმოვჩნდი. ყველა თურქი აღმოჩნდა და მაშინვე დავიწყე სროლა, ჩვენი სროლების შემდეგ, დაიწყო აქტიური სროლები, ჩვენ ყველას ვანადგურებდით და წინ მივიწევდით.

შეთანხმდნენ ჯგუფებად ემოძრავათ, თავდაცვა გაწყვიტეს და სტეფანაკერტის მხარეს გავიდნენ. მე ჩემს მეგობარ არმანთან ერთად დავრჩი, მან თქვა, რომ ლოდინია საჭირო, სანამ ტანკები მოვლენ და გადაგვარჩენენ. სანამ ტყიდან გავიდოდით, ასეთ სამ ჯგუფს კიდევ შევხვდით, ყველგან მოკლულები და დაჭრილები იყვნენ…”.

9 ნოემბერს ხელმოწერილ შეთანხმებაზე საუბრისას შემდეგი თქვა: “სიტუაციის შეფასებიდან გამომდინარე, ეს სწორი იყო, მაგრამ ძალიან მტკივნეული, რომ სამშობლოს გამო ამდენი ადამიანი დაიღუპა, და… ეს ძალიან რთულია, არ ვიცი… არ ვიტყვი 100, მაგრამ 99%-ი ყარაბაღის ნაწილში დაიღუპა, რადგან ლაჩინი დაკეტილი იყო, ჩვენ ალყაში ვიყავით”.

სამხედრო პირი იმ წარუმატებლობაზე არ კონცენტრირდება, რომელიც ომში სომხურმა ჯარმა განიცადა, ის ამბობს, რომ ჩვენ მომავალზე უნდა ვიფიქროთ, “ჩვენ უფრო ძლიერი, მძლავრები გავხდებით კონტრშეტევის განსახორციელებლად».

IMG-20210206-WA0002

წაიკითხეთ ასევე სტატია: მოხალისე ჯავახეთიდან მედლით – “მამაცობისთვის” დაჯილდოვდა  

ანდრანიკი და გრიგორი ძმები არიან.

ვიდეო და ფოტომასალა JNEWS-ს გრიგორ ამბარიანმა მიაწოდა.