ჯავახეთის მცხოვრები ანდრანიკ ამბარიანი, რომელმაც ყარაბაღის ომში მიიღო მონაწილეობა, დაჯილდოვდა მედლებით – “სიმამაცისთვის” და “მამაცი მებრძოლი”.

ანდრანიკი 1996 წელს, ახალციხის მუნიციპალიტეტის ქალაქ ვალეში დაიბადა. უკვე 12 წელია ის ოჯახთან ერთად სომხეთში ცხოვრობს.

მისთვის მნიშვნელოვანია იყოს სომეხი, განურჩევლად საცხოვრებელი ადგილისა, იქნება ეს ჯავახეთი, ყარაბაღი, თუ სომხეთი, არ აქვს მნიშვნელობა.

4

ანდრანიკ ამბარიანს ერთი კვირის წინ, “სიმამაცისთვის” მედალი გადაეცა. სომხეთს რესპუბლიკის არმიის დღესთან დაკავშირებით მას მეთაურმა დაურეკა და აცნობა, რომ მთიანი ყარაბაღის პრეზიდენტის, არაიკ არუთუნიანის ბრძანებით მას მედალს გადასცემდნენ.

8

9
ანდრანიკმა, რომელიც ომის პირველივე დღეებიდან (იგულისხმება 2020 წლის ყარაბაღის ომი, რედ.)  ბრძოლის ველზე იმყოფებოდა, როგორც კი ყარაბაღში ბრძოლების განახლების შესახებ გაიგო, მაშინვე იქ ჩავიდა.

ანდრანიკ ამბარიანი არ არის სამხედრო პირი, თუმცა 6 წელი ტიგრან დიდის სახელობის სპეციალურ სპორტულ-სამხედრო კოლეჯში სწავლობდა, არ მუშაობდა, მაგრამ ჯარის ფორმა მას ძალიან მოსწონს. მისი ოჯახის წევრების და ნათესავების უმეტესობა სომხეთის ჯარში მსახურობს.

“23 სექტემბერი იყო, როცა მეგობართან ერთად ერევანში წავედი, იქ ვმუშაობთ. 27 -ში, 7:30 საათი იყო, როცა ტელეფონმა დარეკა, ვნახე, რომ ჩემი ძმა იყო. გავიფიქრე, – ასე ადრე რატომ მირეკავს-მეთქი? ინტერნეტში ჯერ არ შევსულიყავი. ვუპასუხე და მეუბნება, რომ ყარაბაღში ომი დაიწყო, იქ ფეხი არ დადგაო. იმ მომენტში ვუპასუხე კარგი, დამელოდე და გადმოგირეკავ-მეთქი. ინტერნეტში შევედი და მივხვდი, რაც ხდებოდა”, – იხსენებს ის.

ანდრანიკის ძმა, გრიგორ ამბარიანი, სომხური არმიის ოფიცერია. ის ახლაც განაგრძობს სამშობლოს საზღვრების დაცვის წმინდა საქმეს.

 1
ომის დაწყების სიახლე ანდრანიკს ვერ ასვენებს, ყარაბაღზე ფიქრს ვერ წყვეტს.

“სამსახურში წავედი. სამუშაოს გულს ვერ ვუდებდი. მეგობარს ვუთხარი, რომ მივდივარ. შარშან, ჩემი მეგობარიც მონაწილეობდა სწავლებებში, ასეთ დროს პირველებს მათ იწვევენ. ჩვენ სოფელში ჩამოვედით, სოფელში 12 ადამიანი შეიკრიბა, მე ვთქვი, – თუ მიდიხართ, თქვენს გვერდით ვარ. დილით ტალიანის სამხედრო კომისარიატში მივედი და მოხალისედ ჩავეწერე”, – ამბობს ანდრანიკ ამბარიანი.

იმისთვის, რომ, რაც შეიძლება მალე წასულიყო ყარაბაღში, სამშობლოს შვილმა საკუთარ მეთაურს დაურეკა.

9

“ჩემს მეთაურს, კორიუნ გუმაშიანს, დავურეკე. ვეკითხები: – მეთაურო, არ მიდიხართ? – ის მპასუხობს, – როგორ არა, მივდივართო. – მე ვუთხარი, – დამარეგისტრირეთ სანამ ჩამოვალ. თვის 29 რიცხვში მეგობართან ერთად ყარაბაღში ვიყავით”, – ყვება ანდრანიკი.

მაგატისი, გადრუტი, ფიზული… ანდრანიკ ამბარიანი და მისი ძმა სამშობლოს გადასარჩენად იბრძოდნენ. ისინი იხსენებენ, როგორ იცავდნენ ფიზულში საკუთარ პოზიციებს.

ფიზულში მოწინააღმდეგე ჩვენს სანგართან ძალიან ახლოს მოვიდა, 4-5 ჩვენმა ბიჭმა მათი მიმართულებით ცეცხლი გახსნეს, რა თქმა უნდა, სხვა პოზიციების ჯარისკაცების დახმარებით ჩვენი პოზიციების შენარჩუნება მოვახერხეთ. ჩვენი ჯარისკაცები ძალიან კარგად, სანაქებოდ იბრძოდნენ, ყოჩაღები არიან, ყოჩაღები არიან ჩვენი მძღოლები, ისინი ღამე ძალიან კარგად მართავდნენ მანქანებს”, – ყვება ანდრანიკი.

ორივე ძმა გადრუტში იბრძოდა, ერთი ძმა ქალაქის ერთ ნაწილში, მეორე – მეორეში. აღსანიშნავია, რომ ანდრანიკის მამაც “აზატამარტიკი” იყო, ყარაბაღის პირველი ომის მონაწილე.

ანდრანიკი ყვება, რომ ისინი იმდენად დაუახლოვდნენ მათი პოზიციების ბიჭებს, რომ ხანდახან ჰგონია, რომ ადრეული ბავშვობიდან მათთან ერთად იზრდებოდა.

“ჩვენგან 13-ს იმდენად კარგი ურთიერთობა გვაქვს, თითქოს ათასი წელია ერთმანეთს ვიცნობთ, თითქოს ბავშვობიდან ერთად ვიზრდებოდით. და, როცა დარწმუნებული ხარ, რომ ნებისმიერი საკითხით ისინი შენს ზურგს უკან დგანან»,- აღნიშნავს ის.

ბრძოლის ველზე წასვლისას, ანდრანიკს არასდროს უფიქრია, რომ შეიძლება დაიღუპოს.

“არასდროს მიფიქრია სიკვდილზე, რომ, ვთქვათ, წავალ და შეიძლება მოვკვდე. არასდროს დავივიწყებ, რაც 3 ოქტომბერს მატაგისში ვნახე, ამის შემდეგ გავიაზრე, რამდენად ტკბილია სიცოცხლე. სჯობს ორივე ხელი და ორივე ფეხი დაკარგო, მაგრამ ცოცხალი დარჩე”, – დასძენს ის.

3

“ამ მომენტში თქვენ უნდა გაიაზროთ, რომ თუკი თქვენი ძმა, ან ახლობელი მოკვდება, თქვენ ცივსისხლიანი უნდა იყოთ. მხოლოდ სიკვდილის შემყურე, თქვენ ბევრად აგრესიულები ხდებით”, – ამბობს ანდრანიკ ამბარიანი.

ეს ომი, რომელშიც ანდრანიკი მონაწილეობდა, მის ცხოვრებაში უკვე მეორეა, ის 2020 წლის აპრილის ოთხდღიანი ომის დროსაც ყარაბაღში იბრძოდა.

ის დაჯილდოვებულია მედლებით.