დღეს, 20 იანვარს, ახალქალაქის მუნიციპალიტეტში COVID-19-ით ინფიცირების ერთი შემთხვევა დაფიქსირდა. საერთო ჯამში, კორონავირუსის ეპიდემიის დაწყებიდან სამცხე-ჯავახეთში კორონავირუსის 4353 შემთხვევა დაფიქსირდა. მათ შორის, 323 ახალქალაქში და 142 ნინოწმინდაში.
როგორც სამცხე-ჯავახეთის სამხარეო ადმინისტრაციის წარმომადგენელმა, გიორგი მიქელაძემ JNEWS- ს განუცხადა, ბოლო 24 საათის განმავლობაში სამცხე-ჯავახეთში კორონავირუსის 8 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა.
მუნიციპალიტეტების მიხედვით გამოვლენილი შემთხვევების რაოდენობა შემდეგნაირად გადანაწილდა:
2 – ახალციხეში
2 – ადიგენში
0 – ახალქალაქში
3 – ბორჯომში
0 – ნინოწმინდაზე
1 – ასპინძაში.
საერთო ჯამში, რეგიონში 257 ადამიანია იზოლირებული:
ახალციხე – 98
ახალქალაქი – 10
ბორჯომი – 89
ნინოწმინდა – 1
ასპინძა – 23
ადიგენი – 36
ბოლო 24 საათის განმავლობაში, სამცხე-ჯავახეთში 22 პაციენტი გამოჯანმრთელდა, გარდაცვალების ფაქტი არ დაფიქსირებულა.
დღეის მდგომარეობით კარანტინში არავინ იმყოფება, კოვიდსასტუმროებში 2 პაციენტია, ხოლო კოვიდ კლინიკაში 82 პაციენტი რჩება.
საერთო ჯამში, რეგიონში 3 950 ადამიანი გამოჯანმრთელდა, 44 ადამიანი გარდაიცვალა. გამოვლენილია 37 კონტაქტი ინფიცირებულთან, მიმდინარეობს კვლევა. ამ დროისთვის 16 ნიმუშის პასუხს ელოდებიან.