აბულის ციხის ტერიტორიაზე სამეცნიერო-საგამოძიებო სამუშაოები წლის ბოლომდე გაგრძელდება, მომავალი წლიდან კი, კონსერვაციისა და რეკონსტრუქციის სამუშაოები დაიწყება.
აბულის ციხეში არქეოლოგიური გათხრები 2019 წლის სექტემბერში, კულტურული ძეგლების დაცვისა და შენარჩუნების ცენტრის წარმომადგენლებმა, არქეოლოგ გოდერძი ნარიმანიშვილის ხელმძღვანელობითა და საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოს მხარდაჭერით დაიწყეს.
გათხრების ძირითადი მიზანი დოკუმენტაციის შედგენა იყო, რათა ძეგლი, მისი სამომავლოდ დაცვის მიზნით, იუნესკოს მსოფლიო კულტურული მემკვიდრეობის სიაში შევიდეს.
არქეოლოგიური გათხრების მასშტაბი არ არის ფართო – 2-3 მეტრი სიგრძე და 1-1.5 მეტრი სიგანე.
როგორც Jnews-თან სატელეფონო საუბრისას, კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსმა ბექა ბარამიძემ განაცხადა, აბულის ციხის რაიონში, სამეცნიერო-საძიებო სამუშაოები წლეულსაც გაგრძელდება, ხოლო მომავალი, 2021 წლიდან აღდგენით-კონსერვაციული სამუშაოები იგეგმება.
“ძეგლის იუნესკოში წარსადგენად აუცილებელია მთლიანად კონტროლირებადი მექანიზმი, ეს ითვალისწინებს გამოძიებას, კონსერვაციას, რეკონსტრუქციას, ამასთანავე აუცილებელია მართვის პროგრამის შემუშავება და სხვა. ეს პროგრამა გრძელვადიან სამუშაოს ითვალისწინებს, რაც დაახლოებით 5-6 წელი გაგრძელდება”.
აუცილებელია წარსადგენი ბარათის მომზადება, რაც ამ ძეგლის კონსერვაციის მეთოდოლოგიის შესაბამისად მართვას უზრუნველჰყოფს. გათვალისწინებული უნდა იყოს ასევე, არქეოლოგიური გათხრები და ძიების სამუშაოები, მათ შორის, კონსერვაციული სამუშაოები, ციხის სტრუქტურის აღდგენა და კულტურული მემკვიდრეობის მართვის მექანიზმის შემუშავება.
აბულისა და შაორის ციხეს იუნესკოს ნუსხაში შესატანად წარადგენენ.
იმაზე საუბარი, თუ როდის შევა ძეგლი იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის სიაში, ჯერ ადრეა. ეს სახელმწიფოს განზრახვაა. აბულის ისტორიული და კულტურული ღირსების გათვალისწინებთ, ძეგლი იმსახურებს იმას, რომ მსოფლიო კულტურული მემკვიდრეობის სიაში შევიდეს. ამისთვის სახელმწიფოს მთელი რიგი ვალდებულებები დაეკისრება მსოფლიო მემკვიდრეობის ცენტრის წინაშე.