საქართველოს მომსახურების სააგენტომ სანადირო იარაღის შემოწმების ვადის გაგრძელების შესახებ ინფორმაცია გაავრცელა.
„იარაღის შესახებ“ საქართველოს კანონში შეტანილი ცვლილებების შედეგად, მომსახურების სააგენტოში ბალისტიკურ ექსპერტიზაზე 2023 წლის 1 აგვისტომდე რეგისტრირებული საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული სანადირო თოფების, მათ შორის კომბინირებული ცეცხლსასროლი იარაღის წარდგენის ბოლო ვადა გახანგრძლივდა, და 2024 წლის 1 მაისამდე დაწესდა.
აღნიშნული პირები გათავისუფლებულნი არიან ბალისტიკური ექსპერტიზის ჩატარებისთვის დადგენილი გადასახადისგან.
დეტალური ინფორმაციის მისაღებად შეგიძლიათ დარეკოთ ცხელ ხაზზე: 1272.