55 წელს გადაცილებულ პირებს ვაქცინაციის პროცესში ჩართვა დღეიდან შეუძლიათ. მათთვის ამ ეტაპზე „ასტრაზენეკას“ ვაქცინაა ხელმისაწვდომი.
აღნიშნულ ასაკობრივ ჯგუფს კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაციისთვის შესაბამის საიტზე რეგისტრაციის გავლის შესაძლებლობა 2 აპრილის 18:00 საათიდან აქვთ.
შეგახსენებთ, რომ საქართველოში მიმდინარე ვაქცინაციის პროცესში ჩართვა დღემდე მხოლოდ სამედიცინო სფეროს წარმომადგენლებს და 65 წელს გადაცილებულ მოქალაქეებს შეეძლოთ. მათ ორი სახის ვაქცინას: „ასტრაზენეკასა“ და „ფაიზერს“ შორის ჰქონდათ არჩევანის გაკეთების საშუალება, თუმცა „ფაიზერის“ დოზები უკვე ამოიწურა.