„მასწავლებლის გამოცდაზე 28 700-ზე მეტი აპლიკანტია დარეგისტრირებული, აქედან 18 ათასზე მეტი მასწავლებლის პროფესიის მსურველია, რაც წინა წლებთან შედარებით 6 ათასით მეტია. ამასთან, დარეგისტრებულთა შორის 1800-ზე მეტი სპეცმასწავლებელია, ხოლო 8700-ზე მეტი პრაქტიკოსი პედაგოგია, რომელთა დიდი ნაწილი გასული წლის 30 აპრილისთვის იყო დარეგისტრირებული. “, – განაცხადა სოფიო გორგოძემ.
მასწავლებელის საგნის გამოცდაზე და საგნობრივი და პროფესიული კომპეტენციების დასადასტურებლად რეგისტრაცია 28 700-ზე მეტმა მსურველმა გაიარა – ამ ჩამონათვალში არიან ის პრაქტიკოსი პედაგოგებიც, რომლებიც 2020 წლის 30 აპრილის ჩათვლით დარეგისტრირდნენ საგნობრივი ან/და პროფესიული კომპეტენციების დადასტურების ტესტირებაზე.
ერთიანი ეროვნული გამოცდებისათვის რეგისტრაცია 38 300 – ზე მეტმა აბიტურიენტმა გაიარა;
სტუდენტთა საგრანტო კონკურსში მონაწილეობის სურვილი 3 700 – ზე მეტმა სტუდენტმა გამოთქვა;
საერთო სამაგისტრო გამოცდისათვის 12 800 – ზე მეტი მაგისტრანტობის კანდიდატი დარეგისტრირდა.
ცნობისთვის, ერთიანი ეროვნული გამოცდებისათვის, სტუდენტთა საგრანტო კონკურსისათვის, საერთო სამაგისტრო გამოცდისათვის, უფროსი სპეციალური მასწავლებლის გამოცდისათვის, აგრეთვე მასწავლებელთა საგნის გამოცდისა და საგნობრივი და პროფესიული კომპეტენციების დასადასტურებლად რეგისტრაცია პირველ მარტს დაიწყო და 31 მარტის 18:00 საათზე დასრულდა.