შინაგან საქმეთა სამინისტრომ დღეს გაავრცელა ინფორმაცია, რომ დაკავებულია სამი ადამიანი. ეს ნინოწმინდის რაიონის მცხოვრებლის, 19 წლის გოგნას მოტაცების და მისი სურვილის წინააღმდეგ გათხოვების მცდელობის გამო მოხდა. აღნიშნული ფაქტი ნინოწმინდაში 2020 წლის თებერვალში განხორციელდა.
შსს-ს მონაცემებით 29 წლის ა.ა. მის ორ თანამონაწილესთან ერთად გოგო მოიტაცეს. თანამონაწილეები 25 წლის პ.ა. და გ.ი. იყვნენ. მომტაცებლებმა ძალით ჩასვეს გოგონა მანქანაში და წალკის მუნიციპალიტეტის მიმართულებით წაიყვანეს.
გამოძიება მიმდინარეობს შემდეგი მუხლით, «ჯგუფის მიერ წინასწარი შეთანხმებით თავისუფლების უკანონო აღკვეთა». დამნაშავეები 7-დან 10 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთით დაისჯებიან.
აღსანიშნავია, რომ «პატარძლის მოტაცების» ორი შემთხვევა, ხოლო იურიდიულად «თავისუფლების უკანონოდ აღკვეთის» შემთხვევა ნინოწმინდაში 2020 წლის თებერვალში დაფიქსირდა. ორივე შემთხვევის გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 143-ე მუხლის მე-3 ნაწილის «ა» პუნქტის მიხედვით, რაც ჯგუფის მიერ წინასწარი შეთანხმებით «თავისუფლების უკანონოდ აღკვეთას» გულისხმობს.
ახალქალაქის რაიონულ სასამართლოში გამტაცებლების მიმართ აღკვეთის ღონისძიება განისაზღვრება. პირველ შემთხვევაში, ორი მონაწილე გათავისუფლებულია, ერთი კი წინასწარ პატიმრობაში იმყოფება. მეორე შემთხვევაში, სამივე დამნაშევე წინასწარ პატიმრობაში არიან.