ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ დადეშის მოსახლეობა უკმაყოფილოა, რადგან მრავალრიცხოვანი საჩივრებისა და შესაბამის უწყებებში მიმართვების შემდეგ, სასმელი წყლის და სოფლის გზის პრობლემა ჯერ არ მოგვარებულა. როგორც მერიიდან შეგვატყობიენს,წყლის პრობლემა წლეულს, ხოლო გზის საკითხი დროებით მოგვარდება.
სოფელ დადეშში დაახლოებით 160 ოჯახი ცხოვრობს. სოფელს არც ბუნებრივი აირი აქვს, არც ნორმალური გზა და არც, ყველაზე მთავარი, სასმელი წყალი.
როგორც სოფლის მოსახლეობა ამბობს, მათ არაერთხელ გააპროტესტეს, იჩივლეს, ითხოვეს, მაგრამ სოფელში არაფერი შეცვლილა.
არარატ მშეციანის თქმით, სოფლის წყალმომარაგების სისტემა ძალიან ძველია, მილები ჟანგით არის გაჭედილი, ამიტომ წყალი სოფლამდე ვერ აღწევს. როგორც ის ამბობს, წყალი არამარტო ცოტაა, არამედ ბინძურიცაა.
«სოფელში ძალიან ბევრი პრობლემაა, მაგრამ დღეს ყველაზე მნიშვნელოვანია სასმელი წყალი და გზები. მოგვარდება თუ არა ეს პრობლემები ოდესმე, არ ვიცი, “- ამბობს სპარტაკ მოვსესიანი.
ადმინისტრაციულ ოლქში მერის წარმომადგენლის, ზარზანდ კუჯოიანის თქმით, ამ ეტაპზე სოფელ სულდას წყალმომარაგების პროექტი უკვე მზადაა. პროექტის განხორციელების შემდეგ სასმელი წყლის პრობლემა მოგვარდება არა მხოლოდ სოფელ სულდაში, არამედ სოფელ დადეშში, ბოზალსა და მიასნიკიანში.
როგორც ის ირწმუნება, პროექტის თანხა დაახლოებით 1 800 000 ლარს შეადგენს. თუმცა, მერიაში კიდევ ერთხელ უნდა განიხილონ აღნიშნული პროექტი, რათა შეძლებისდაგავარად სახსრები დაზოგონ.
სოფელ სულდაში წყალმომარაგების სამუშაოები მაშინვე დაიწყება, როგორც კი რეგიონული განვითარების ფონდი თანხას გადარიცხავს, დაახლოებით აპრილში.
როგორც მერიაში განაცხადეს, წელს სოფელ დადეშში გზის ასფალტირება არ არის გათვალისწინებული. გზის საკითხი დროებით გადაწყდება.
ახალქალაქის მერიის ეკონომიკისა და ინფრასტრუქტურის განყოფილების სპეციალისტის რაზმიკ ნახატაკიანის თქმით, სოფლის გზების კეთილმოწყობისათვის წელს 70 000 ლარია გამოყოფილი. მისი მტკიცებით, სოფლის გზზე დაიყრება ხრეში და გრეიდერით გასწორდება