ახალქალაქში და მუნიციპალიტეტის სოფლებში სახსრების არსებობის შემთხვევაში, მათ შორის, სხვადასხვა ფონდიდან, გათვალისწინებულია 16846170 ლარის ღირებულების 34 სხვადასხვა ინფრასტრუქტურული სამუშაოს ჩატარება.
ახალქალაქის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დეპუტატებმა 34 პროექტი დაამტკიცეს, რომლის მიხედვითაც გათვალისწინებულია
პროექტების ჩამონათვალში სოფლებში და ქალაქში გზების ასფალტირება შედის.
სოფლებში ძირითადად წინა წლებში რეაბილიტირებული გზების ასფალტირება გაგრძელება:
1. ლომატურცხი-ბურნაშეთი(1990 მ)
2. დილისკა -ჩუნჩხა -პტენა (1150 მ)
3. ოკამი -ქაცეფი(1200 მ)
4. ხანდო -ვარევანი (1880 მ)
5. ალათუმანი -ბეჟანო (1620 მ)
6. სოფელ ჩამდურაში (1286 მ)
7. ქარტიკამი -კულიკამი (1240 მ)
8. ჩამონათვალში ასევე შედის ხავეთი-დავნია-ერინჯა, სადაც რკინაბეტონის კონსტრუქცია დამონტაჟდება.
ქალაქში აპირებენ
ასევე, მზად არის სოფელ მურჯახეთში ახალი ხიდის პროექტი, რომელიც მდინარე კრხბულახზე აშენდება.
გათვალისწინებულია სამი მრავალსართულიანი შენობის სახურავის შეკეთება. სოფელ ალათუმანში, ჩუნჩხაში ააშენებენ სპორტულ მოედნებს და რკინის ღობეს. სოფელ კარწახში, ვარევანში, იხტილაში, ბალხოში, ჩუნჩხაში, სულდაში, დადეშში აშენდება წყალმომარაგების ახალი ხაზი და პირუტყვის წყალსაცავები.
გათვალისწინებულია სოფელ ბარალეთში კულტურის სახლის რეაბილიტაცია, სოფელ დილისკის საბავშვო ბაღის რეაბილიტაცია.
ასევე, მზად არის ამირანის გორასთან დასვენების ზონის მშენებლობის პროექტი, ამ პროექტის თანხა 2 861 223.80 ლარს შეადგენს.