საქართველოში კორონავირუსის 171 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის სპეციალურ ვებგვერდ stopcov.ge-ზე ცოტა ხნის წინ განახლდა.
ქვეყანაში ბოლო 24 საათში 382 ადამიანი გამოჯანმრთელდა. ბოლო დღე-ღამეში კორონავირუსით გარდაიცვალა 14 პაციენტი.
ბოლო 24 საათში ქვეყანაში ჩატარდა 14 298 ტესტი, მათ შორის ანტიგენის სწრაფი ტესტით – 8 547, პისიარტესტით – 5 751.
ქვეყანაში კორონავირუსის გამოვლენის დადებითობის მაჩვენებლებია: დღიური – 1,2%, ბოლო 14 დღის – 1,66%, ბოლო 7 დღის – 1,6%.
საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების სულ 280 472 შემთხვევაა გამოვლენილი, მათგან 272 601 გამოჯანმრთელდა, 3 765 კი გარდაიცვალა.
კარანტინის რეჟიმშია 276, სტაციონარში მეთვალყურეობას 1 653 ადამიანი გადის, კლინიკურ სასტუმროში იმყოფება 200 პირი.
ამასთან, 28 მარტის მდგომარეობით, საქართველოში კორონავირუსის 365 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გამოჯანმრთელდა 415 პაციენტი.