Picodi-ის ანალიტიკოსებმა iPhone 14 Pro-ის (128 GB) ადგილობრივი ფასები მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში ხელფასების საშუალო მონაცემებს შეადარეს და მათი ინდექსი გამოთვალეს – სმარტფონის ღირებულება სამუშაო დღეებთან მიმართებაში.

კვლევის მიხედვით, საქართველოს საშუალო ფენის მოქალაქე ახალი iPhone-ისთვის ფულის შოვნას 64,3 დღეში მოახერხებს, რაც შარშანდელ შედეგზე 17 დღით ნაკლებია.

საშუალო სტატისტიკურ სომეხ მოქალაქემ 76,7 დღე უნდა იმუშაოს, ხოლო აზერბაიჯანელმა 83,8 დღე.

შვეიცარიელი ამ ტელეფონს 4,6-დღიანი მუშაობის შემდეგ იყიდის, ამერიკელი – 5,7 დღეში;

ყველაზე ცუდი მდგომარეობაა არგენტინაში, სადაც 6-თვიანი მუშაობაა საჭირო ახალი აიფონის შესაძენად.