საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილს კორონავირუსის „ომიკრონ“ შტამი დაუდასტურდა. ამის შესახებ ინფორმაციას პრემიერ-მინისტრის პრესსამსახური ავრცელებს.

მათივე ცნობით, ირაკლი ღარიბაშვილი თავს კარგად გრძნობს და მუშაობას დისტანციურ რეჟიმში განაგრძობს.

„პრემიერ-მინისტრი სრულად ვაქცინირებულია. მას „კოვიდ-19“ გეგმური ტესტირების ფარგლებში დაუდასტურდა“, – აცხადებენ პრემიერ-მინისტრის პრესსამსახურში.

ირაკლი ღარიბაშვილი კორონავირუსით გასული წლის აპრილშიც იყო ინფიცირებული. გამოჯანმრთელების შემდეგ, პრემიერ-მინისტრი „ფაიზერის“ ვაქცინის ორი დოზით არის აცრილი.