სომხეთში ბოლო დღე-ღამის განმავლობაში „კოვიდ-19“-ის 397 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, ხოლო 19 ინფიცირებული გარდაიცვალა. აღნიშნულ მონაცემებს სომხეთის ჯანდაცვის სამინისტროს დაავადებათა კონტროლისა და პროფილაქტიკის ეროვნული ცენტრი ავრცელებს.
შესაბამისად ქვეყანაში ინფიცირებულთა რაოდენობამ 17 064 მიაღწია, საიდანაც ამჟამად მკურნალობას გადის 10 409 ინფიცირებული პირი.
დღე-ღამის განმავლობაში გამოჯანმრთელებულია 62 პაციაენტი, ჯამში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა 6 276 შეადგენს.
უწყების ცნობით, „კოვიდ-19“-ით ბილი 24 საათის განმავლობაში გარდაიცვალა 16 პაციენტი, სამი ინფიცირებულის გარდაცვალების მიზეზი კი „სხვა დაავადება” გახდა. ვირუსის გავრცელებიდან დღემდე სომხეთში სულ გარდაიცვალა 285 ინფიცირებული და კიდევ 94 გარდაცვლილია „სხვა დაავადების” შედეგად.
პანდემიის პერიოადში, ჯამში ჩატარებულია 83.5 ათასი ტესტი.