საქართველოში კორონავირუსის 422 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის სპეციალურ ვებგვერდ stopcov.ge-ზე ცოტა ხნის წინ განახლდა.
ქვეყანაში ბოლო 24 საათში 158 ადამიანი გამოჯანმრთელდა. ბოლო დღე-ღამეში კორონავირუსით გარდაიცვალა რვა პაციენტი.
ბოლო 24 საათში ქვეყანაში ჩატარდა 23 169 ტესტი, მათ შორის ანტიგენის სწრაფი ტესტით – 13 915, „პისიარ“-ტესტით – 9 254.
ქვეყანაში კორონავირუსის გამოვლენის დადებითობის მაჩვენებლებია: დღიური – 1,82%, ბოლო 14 დღის – 1,52%, ბოლო 7 დღის – 1,49%.
საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების სულ 277 218 შემთხვევაა გამოვლენილი, მათგან 269 784 გამოჯანმრთელდა, 3 691 კი, გარდაიცვალა.
კარანტინის რეჟიმშია 235, სტაციონარში მეთვალყურეობას 1 423 ადამიანი გადის, კლინიკურ სასტუმროში იმყოფება 168 პირი.
ამასთან, 19 მარტის მდგომარეობით, საქართველოში კორონავირუსის 360 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გამოჯანმრთელდა 242 პაციენტი.