80 წლის ხაჩატურ მარტიროსიანი საქართველოში, მარნეულის მუნიციპალიტეტის ეთნიკური აზერბაიჯანელებით დასახლებულ ერთ-ერთ სოფელში, უკიდურეს სიღარიბეში, ნახევრად დანგრეულ სახლში მარტო ცხოვრობს. ფონდ «ჯავახკი სომხების გვერდით» წარმომადგენლები ბაბუს ესტუმრნენ.
რამდენიმე თვის წინ ბაბუ წაიქცა და ზურგის არეში დაზიანება მიიღო. მოხუცის თქმით, ის უკვე 4-5 წელია ლოგინად არის ჩავარდნილი. 80 წლის მოხუცებული მეზობელი აზერბაიჯანელების და სოფლის უფლებამოსილი პირის მადლიერია, რომლებიც მას მუდმივად ეხმარებიან.
ბაბუა ხაჩიკის ჯანმრთელობის მძიმე მდგომარეობის შესახებ JNEWS-მა მარნეულის ტელეარხებიდან და სოციალური ქსელებიდან შეიტყო და ამის შესახებ, ფონდს – «ჯავახკი სომხების გვერდით» აცნობა. ფონდში შეიტყეს, რომ ხაჩატურ მარტიროსიანი ერთადერთი სომეხია, რომელიც ეთნიკური აზერბაიჯანელებით დასახლებულ საქართველოს სოფელში – ახლოლალოში მძმე პირობებში მარტო ცხოვრობს, მაშინვე ესტუმრა, რომ შექმნილ ვითარებას ადგილზე გასცნობოდა და შეძლებისდაგვარად დაეხმარონ.
ხაჩატურ მარტიროსიანს საქართველოს მოქალაქეობის დამადასტურებელი საბუთი – პასპორტი არ აქვს, ამიტომ ის პენსიასაც ვერ იღებს. როცა გასული საუკუნის 80-იან წლებში ბაქოდან საქართველოში ჩამოვიდა, სოფელ ახლოლალოში დასახლდა, დაკარგა პასპორტი და ახალი დღემდე არ აუღია.
ფონდ «ჯავახკი სომხების გვერდით» წევრებმა მას თბილი ტანსაცმელი, პროდუქტი და პირველადი მოხმარების საგნები მიუტანეს.
«ფონდი მუდმივად დაეხმარება და იზრუნებს ბაბუა ხაჩიკს. ვფიქრობთ, რომ პირველ რიგში დოკუმენტებთან დაკავშირებული პრობლემა მოვუგვაროთ, შემდეგ გადავწყვეტთ, როგორი იქნება ჩვენი შემდგომი ნაბიჯები», – თქვა ფონდ «ჯავახკი სომხების გვერდით» ერთ-ერთმა დამფუძნებელმა, კარენ პაპიკიანმა.
დამატებით ინფორმაციას შეგიძლიათ გაეცნოთ ფონდის Facebook-გვერდზე განთავსებულ ვიდეოში.