ჯავახეთში მატყლის რეცვის სეზონი გაიხსნა. ივლისი და აგვსიტო აქ “სისუფთავის” თვეებად ითვლება, ხოლო სისუფთავე მატყლის რეცხვით იწყება. სისუფთავის მოყვარულმა ნებისმიერმა დიასახლისმა მატყლის ლოგინი- ბალიშები, საბნები და ლეიბები წელიწადში ერთხელ აუცილებლად უნდა გარეცხოს. ჩვეულების თანახმად, ჯავახეთის ქალბატონები მატყლს დღემდე მდინარეში რეცხავენ.
სოფელ ორჯადან აიკანუშ ბასენციანი აღნიშნავს, რომ მატყლის რეცხა-წკეპლისთვის სპეციალური უნარ-ჩვევების ფლობა არ არის საჭირო, თუმცა იმისათვის, რომ შედეგმა მოლოდინი გაამართლოს, გარკვეული წესების დაცვა მაინც აუცილებელია. მნიშვნელოვანია, რომ მატყლი მდინარეში გაირეცხოს, ზუსტადაც, რომ გამდინარე წყალში გასუფთავდეს, ხოლო შემდეგ საჭიროა გაიწკეპლოს იქამდე, ვიდრე კარგად არ გაიშლება.
მატყლს გარეცხვამდე, წინასწარ წკეპლავენ, რათა მატყლი მდინარეში რეცხვამდე გასუფთავდეს, ამის შემდეგ იწყებენ რეცხვას. მატყლის მდინარეში რეცხვას ქალები დიდ ყურადღებას აქცევენ ისევე, როგორც მატყლის ქვაზე წკეპლვას. ამ ხერხით ის კარგად იწმინდება. მდინარეში კარგი რეცხვის შემდეგ მატყლს ქვებზე წამოსაშრობად აფენენ. ამის შემდეგ კვლავ იწყებენ წკეპლვას იქამდე, ვიდრე მატყლი არ გაფუვდება. შემდეგ პლედზე აფენენ, რათა მატყლი გამოშრეს. როდესაც მატყლი გამოშრება “მითილის” (მატყლით სავსე ნაჭრის საფარი) კერვის პროცესი იწყება.
მზითვებისთვის საბნის მზადება კი უკვე ცალკე რიტუალია. ამ დროს მეზობლები და საუკეთესო “მომითელეები” იკრიბებიან. მითელი სხვადასხვა სახისა არსებობს: უბრალო და მზითვისათვის. უბრალო მითელი ზედმეტობის გარეშე, მარტივად იკერება, ხოლო მზითვის მითელი აუცილებლად თანაბარი რიგებით და სიმეტრიული დალიანდაგებით იკერება, ყვავილის, ხის ფოთლის ლამაზი ფორმები გამოიყვანება და ა.შ.
ქალბატონი აიკანუში ყვება: “ჩვენ ხუთი დანი ვართ, დედაჩემმა ხუთივეს საძინებელი კომპლექტი გაგვატანა მზითვში. არიან ისეთები, ვინც არ აძლევენ, სურვილისამებრ კეთდება ყველაფერი. მაგრამ მე ყველას მატყლის ლოგინის გამოყენებას ვურჩევ. თუ გინდათ იყოთ ჯანმრთელი, ეს რეალური ჯანმრთელობისათვისაა”.
ის განსაკუთრებული აღფრთოვანებით ყვება იმას, რომ ძველ დროში ქალიშვილს გათხოვებამდე საბნის კერვა აუცილებლად უნდა სცოდნოდა, რათა მეუღლის ოჯახში არ შერცხვენილიყო.
“ჩვენ დროს გოგონას დაოჯახებამდე მატყლით მითელის კერვა უნდა სცოდნოდა. უპირველეს ყოვლისა, მატყლის რეცხვის, წკეპლვის და მითელის კერვის “გაკვეთილებს” ქალიაშვილი დედისგან სწავლობდა, შემდეგ კი დედამთილთან “იხვეწებოდა”, სხვა შემთხვევაში ის შერცხვებოდა. დღეს ახალგაზრდებს სინტეპონის კომპელქტები ურჩევნიათ. მაგრამ სოფლებში მატყლის საბნები მაინც პრიორიტეტული რჩება”,- ამატებს აიკანუშ ბასენციანი და მითელის კერვას აგრძელებს.
ყოველ წლიურად ქალბატონები ჯავახეთში საშუალოდ 4-5 მატყვის საბანს რეცხავენ, ოჯახის წევრებისა და მიღებული სტუმრების რაოდენობიდან გამომდინარე, ეს რიცხვი შეიძლება 10-15-მდე გაიზარდოს.
შენარჩუნებული ტარდიციების თანახმად ჯავახეთის მოსახლეობისათვის მატყლის ლოგინის კომპლექტები გოგონას გამზითვებაში დრემდე მნიშვნელოვანია. მშობლები ქალიშვილს სულ მცირე, სამ ხელ ლოგინს მაინც ატანენ მზითვში, მათ შორის პირველი შვილიშვილისთვისაც.
სოფლებში ქალები უპირატესობას ანიჭებენ იმას, რომ ეს ტრადიცია მათ ქალიშვილებსა და რძლებს გადაეცეს, რათა ჩვენს ყოველდღიურ სურვილებს არ შეეწიროს და თანდათანობით არ დაიკარგოს.