სპორტულმა დარბაზებმა დღეიდან, 15 მარტიდან განსაზღვრული რეგულაციების დაცვით ფუნქციონირება განაახლა.
ასევე, დღეიდან სასწავლო პროცესი აუდიტორიებში აღდგა. განახლდა სასკოლო წრეებიც.
გარდა ამისა, 15 მარტიდან შეუძლიათ რეპეტიციებისა და ვარჯიშის განახლება თეატრებს, სპორტულ კლუბებსა და პროფესიულ ანსამბლებს, ხოლო საქმიანობის სრულად აღდგენას (თეატრალური წარმოდგენები, სპორტული შეჯიბრებები მაყურებლის დასწრებით) 1-ელი აპრილიდან შეძლებენ.
ძალაში რჩება 21:00 საათიდან დილის 5:00 საათამდე გადაადგილებაზე დაწესებული შეზღუდვა.