რუსულმა მედიამ კორონავირუსის გავრცელება არაერთგზის დაუკავშირა ამერიკას. საზოგადოებაში ამ აზრის განმტკიცების მიზნით, რუსეთის პირველი არხის ეთერში 5-წუთიანი რეპორტაჟი გავიდა. პროპაგანდისტული მასალის დამაჯერებლობისა და აუდიტორიაზე მეტი გავლენის მოსახდენად, მთავარი სამიზნე, საქართველოში არსებული ლაბორატორიაც არ გამორჩენიათ.
ლუგარის სახელობის ლაბორატორია მსგავსი, ცრუ ინფორმაციების კონტექსტში არაერთგზის მოუხსენიებიათ, შესაბამისად ეს მოულოდნელიც არ იყო. ამ ლაბორატორიის გარეშე დღეს, საქართველოში, COVID 19-ის, იგივე კორონავირუსის სახელით გავრცელებული ვირუსის დადგენას გაცილებით მეტი დრო და რესურსი დასჭირდებოდა.
სწორედ ამ ლაბორატორიის წყალობით, რამდენიმე საათში, საქართველოშივე შეიძლება ურთულესი კვლევების ჩატარება და დროული დიაგნოსტირება, რის გარეშეც ვირუსის გავრცელების კონტროლი გართულდებოდა.
ცრუ ინფორმაცია, რომელიც კონკრეტული მხარის ინტერესს ემსახურება და არა საზოგადეობის სიკეთეს, თანამედროვე სამყაროსთვის დიდი პრობლემაა. მის დაძლევას ცდილობენ ძლიერი დემოკრატიული ქვეყნები და პატარა, ახალი დემოკრატიები, ისეთი, როგორიც ჩვენ ვართ. წინააღმდეგობის იარაღი მრავალგვარია, თუმცა წამყვანი მაინც საზოგადოებასთან სწორი კომუნიკაციაა.
წლების წინ, ამ მიზნით, შეიქმნა ძლიერი საერთაშორისო მედიასაშუალებების რუსულენოვანი რედაქციები, მათ შორის, “რადიო თავისუფლება”, DW, BBC, ამერიკის ხმა. ამ იდეის გაგრძელებაა საქართველოში რუსულენოვანი არხი TOK TV. არხი მიზნად ისახავს ენობრივი ბარიერის, ან სხვა მიზეზების გამო, ქართული საინფორმაციო სივრცის მიღმა დარჩენილი აუდიტორიის ობიექტურ ინფორმირებას. კონსტრუქციული ჟურნალისტიკის საფუძველზე შექმნილი მედია სტარტაპი, პროპაგანდას საჭირო, სანდო შინაარსით უპირისპირდება.
რას ნახავთ TOK TV-ს ეთერში? მაღალი ხარისხის და საჭირო შინაარსის პროგრამებს ბევრი მიმართულებით!
გადაცემები ჯანდაცვის და ჯანსაღი ცხოვრების წესის, მოგზაურობის, კულინარიის, მეცნიერების და განათლების, აგრო მეურნეობის, კულტურის შესახებ და რა თქმა უნდა პოლიტიკა!
TOK NEWS – ქართული ამბები რუსულ ენაზე, სწრაფად და საინტერესოდ. საინფორმაციო გამოშვება ეთერში გადის ყოველ სამუშაო დღეს, 20:00 საათზე.
სამცხე-ჯავახეთში თუ ცხოვრობთ და გინდათ, თქვენთვის მნიშვნელოვანი საკითხები ჩვენს საინფორმაციო გამოშვებაში მოხვდეს, გაგვიხარდება, თუ მიმართავთ ჩვენს ბიუროს ახალციხეში, რომელიც სწორედ იმისთვის არსებობს, რომ თქვენთან უფრო მჭიდრო კავშირი დავამყაროთ.
მის: მანველიშვილის N19
ტელ: 577681889
ვინ ვართ ჩვენ? – TOK TV 2017 წელს, არასამთავრობო ორგანიზაცია „ჟურნალისტიკის რესურსცენტრმა” დააფუძნა. მისი თავმჯდომარე არის ექსპერტი მედიის საკითხებში, პროფესორი ნათია კუპრაშვილი. TOK TV-ს ხელმძღვანელობს მედიამენეჯერი ნინა ხელაძე. ქალების სტარტაპში არიან მამაკაცებიც ?
ტექდირექტორი: ნუგზარ სუარიძე, აუდიო მენეჯერი – ლუკა ამირანაშვილი, ვიდეო-სოცმედია მენეჯერი – გიორგი მანთიძე, ქსელების მენეჯერი- მირიან ქორიძე.
ჩვენი ჟურნალისტები არიან: მიშო დარბაიძე, სედა სარქისიანი – ახალციხის ბიურო
მარიანა ასანიძე, ნატუკა ნემსაძე, ანა არევაძე, ხვიჩა გაბუნია – თბილისის ოფისი
მარკეტინგის მენეჯერი – ირმა ჭარაქაშვილი
როგორ გვიყუროთ?
TOK TV მაუწყებლობს ღია სიხშირეზე, სამცხე-ჯავახეთში. სეთ თოფ ბოქსების მეშვეობით ჩვენი არხის ყურება შესაძლებელია ყველა სხვა არხთან ერთად.
ასევე: Magti ipTV #56
Silk TV 292
#ჩავანაცვლოთრუსეთისარხები ერთად
ნინა ხელაძე