სომხეთში, გასული დღე-ღამის განმავლობაში, კორონავირუსის 795 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, – ინფორმაციას სომხეთის დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ეროვნული ცენტრი ავრცელებს. მათივე ცნობით, ქვეყანაში, ბოლო 24 საათში, კოვიდ 19-ს 10 პაციენტის სიცოცხლე ემსხვერპლა.

სომხეთში, საერთო ჯამში, კორონავირუსის 177 899 შემთხვევაა დადასტურებული, დღემდე ვირუსს 3 253 ადამიანი ემსხვერპლა, გამოჯანმრთელებული პაციენტების საერთო რაოდენობა კი 165 975-ია.