„კოვიდ-19“-ის პანდემიად გამოცხადებიდან ერთი წელი გავიდა. ერთი წლის წინ 11 მარტს ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ ვირუსი პანდემიად ოფიციალურად გამოაცხადა.

ერთი წლის თავზე მსოფლიოში „კოვიდ-19“-ის 116 მილიონზე მეტი შემთხვევაა გამოვლენილი, დაღუპულია ორ მილიონზე მეტი ადამიანი.

ვირუსის გავრცელების და ლეტალური შემთხვევების კუთხითაც პირველ ადგილზე ამერიკის შეერთებული შტატებია.

„კოვიდ-19“ მსოფლიოში 2019 წლის მიწურულს ჩინეთის ქალაქ უჰანიდან გავრცელდა და მსოფლიოს თითქმის ყველა ქვეყანაში დაფიქსირდა.