დღეს, 2 მარტს ახალქალაქის მუნიციპალიტეტში COVID-19-ით ინფიცირების შემთხვევა არ დაფიქსირდა. საერთო ჯამში, კორონავირუსის ეპიდემიის დაწყებიდან სამცხე-ჯავახეთში კორონავირუსის 4699 შემთხვევაა გამოვლენილი, მათ შორის, 331 ახალქალაქში და 151 ნინოწმინდაში.
როგორც სამცხე-ჯავახეთის სამხარეო ადმინისტრაციის წარმომადგენელმა, გიორგი მიქელაძემ JNEWS-ს განუცხადა, ბოლო 24 საათის განმავლობაში სამცხე-ჯავახეთში კორონავირუსის 2 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა:
ადიგენი-2;
ასპინძა-0;
ახალციხე-0;
ახალქალაქი-0;
ბორჯომი-0 და
ნინოწმინდა-0:
საერთო ჯამში, რეგიონში 65 ადამიანია იზოლირებული:
1. ადიგენის – 7 პირი;
2. ასპინძა – 4 პირი;
3. ახალციხე – 1 პირი;
4. ახალქალაქი – 3 პირი;
5. ბორჯომის – 50 პირი;
6. ნინოწმინდის – 0 პირი.
დღეის მდგომარეობით კარანტინში და კოვიდ სასტუმროებში არავინ იმყოფება, ხოლო კოვიდ კლინიკაში 10 პაციენტი რჩება.
ბოლო 24 საათის განმავლობაში, სამცხე-ჯავახეთში გამოჯანმრთელდა ერთი პაციენტი. დაფიქსირდა გარდაცვალების ერთი ფაქტი. გარდაიცვალა ასპინძის მუნიციპალიტეტის 64 წლის მამაკაცი.
საერთო ჯამში, რეგიონში 4 616 ადამიანი გამოჯანმრთელდა, 48 ადამიანი გარდაიცვალა. გამოვლენილა ინფიცირებულთან კონტაქტში მყოფი 3 პირი. ამ დროისთვის კვლევაში რჩება 92 ნიმუში.