საქართველოში კორონავირუსის 160 ახალი შემთხვევა გამოვლინდა.
ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის სპეციალურ ვებგვერდ stopcov.ge-ზე გამოქვეყნდა. ბოლო დღე-ღამეში ქვეყანაში ვირუსისგან 409 პაციენტი გამოჯანმრთელდა, 10 კი გარდაიცვალა.
პანდემიის დაწყებიდან დღემდე, საქართველოში გამოვლენილია კორონავირუსის 27 0918 შემთხვევა, მათ შორის 265 523 გამოჯანმრთელდა. გარდაცვლილთა საერთო რაოდენობა კი 3 520-ია.
ბოლო 24 საათში ქვეყანაში 17947 ტესტი ჩატარდა, მათ შორის ანტიგენის სწრაფი ტესტი – 13244, პისიარტესტი – 4703.
კარანტინის რეჟიმში იმყოფება 253 ადამიანი, სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 1510, კლინიკურ სასტუმროში რჩება 154 პირი.