დღეს, 25 თებერვალს სამცხე-ჯავახეთის ბორჯომში მუნიციპალიტეტში COVID-19-ით ინფიცირების ორი შემთხვევა დაფიქსირდა. საერთო ჯამში, კორონავირუსის ეპიდემიის დაწყებიდან სამცხე-ჯავახეთში კორონავირუსის 4686 შემთხვევაა გამოვლენილი, მათ შორის, 329 ახალქალაქში და 151 ნინოწმინდაში.
როგორც სამცხე-ჯავახეთის სამხარეო ადმინისტრაციის წარმომადგენელმა, გიორგი მიქელაძემ JNEWS-ს განუცხადა, ბოლო 24 საათის განმავლობაში სამცხე-ჯავახეთში კორონავირუსის 2 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა:
ადიგენი-0;
ასპინძა-0;
ახალციხე-0;
ახალქალაქი-0;
ბორჯომი-2 და
ნინოწმინდა-0:
საერთო ჯამში, რეგიონში 109 ადამიანია იზოლირებული:
1. ადიგენის – 6 პირი;
2. ასპინძა – 4 პირი;
3. ახალციხე – 14 პირი;
4. ახალქალაქი – 14 პირი;
5. ბორჯომის – 71 პირი;
6. ნინოწმინდის – 0 პირი.
დღეის მდგომარეობით კარანტინში და კოვიდ სასტუმროებში არავინ იმყოფება, ხოლო კოვიდ კლინიკაში 16 პაციენტი რჩება.
ბოლო 24 საათის განმავლობაში, სამცხე-ჯავახეთში გამოჯანმრთელების და გარდაცვალების ფაქტი არ დაფიქსირდა.
საერთო ჯამში, რეგიონში 4 610 ადამიანი გამოჯანმრთელდა, 47 ადამიანი გარდაიცვალა. ინფიცირებულთან კონტაქტი არ გამოვლენილია. ამ დროისთვის 112 ნიმუშის პასუხს ელოდებიან