დღეს ახალქალაქის მერიაში გაიმართა შეხვედრა ხორცის გამყიდველებსა და პურის მცხობელებთან კორონავირუსის, ასევე სხვა ვირუსებისა და ინფექციების გავრცელების პრევენციის მიზნით.
შეხვედრაზე სურსათის ეროვნული სააგენტოს თანამშრომლებმა, მერიისა და საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის წარმომადგენლებმა გამყიდველებს და მწარმოებლებს მოუწოდეს, მაქსიმალური ზომების მიღებისაკენ, ვირუსების გავრცელებისგან მომხმარებლების დაცვის მიზნით.
შეხვედრას 15 მწარმოებელი და გამყიდველი დაესწრო.
ახალქალაქის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის დირექტორმა ავეტიკ ტონაკანიანმა დამსწრე საზოგადოებას მიუწოდა გამოიყენონ ხელთათმანები და ხორცი შეინახონ მაცივარში, ასევე ყოველდღე დეზინფექცია გაუკეთონ შენობებს.
მერის წარმომადგენლის არმენ მარანგოზიანის თქმით, მუნიციპალიტეტის ყველა სკოლაში, საბავშვო ბაღსა და ყველა ორგანიზაციაში ჩატარდება სადეზონფექციო სამუშაოები.
«საბავშვო ბაღების დეზინფიცირება დასრულებულია. სულ მალე დეზინფექცია კიდევ ერთხელ ჩატარდება»,- ამბობს ის.
დამსწრეთა შეკითხვაზე, თუ სად შეიძლება გაიარონ კორონავირუსის გამოკვლევები, არმენ მარანგოზიანმა თქვა, რომ უნდა მიმართონ ახალქალაქის ჰოსპიტალს.
«იმ შემთხვევაში თუ საეჭვო სიპმტომები აღმოჩნდება, პაციენტს შესაბამის ადგილას გადაიყვანენ»,- თქვა მან.
შეხვედრაზე ორგანიზატორებმა მოსახლეობას მიუწოდეს არ ინერვიულონ, რადგან ამჟამად ახალქალაქის მუნიციპალიტეტში კორონავირუსის შემთხვევები არ დაფიქსირებულა.