რესტორნები შიდა სივრცეებში მუშაობას, შაბათ-კვირის გარდა, ბათუმში პირველი მარტიდან, ხოლო დანარჩენ საქართველოში 8 მარტიდან განაახლებენ, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა.
როგორც ირაკლი ღარიბაშვილმა აღნიშნა, რესტორნებს შიდა სივრცეებში მოუწევთ დადგენილი რეკომენდაციებისა და სტანდარტების ზედმიწევნით დაცვა, რასაც შესაბამისი უწყებები მკაცრად გააკონტროლებენ.
შეზღუდვა შენარჩუნდება 21:00-დან 05:00 საათამდე გადაადგილებაზე.
აღვნიშნავია, რომ 15 თებერვლიდან კვების ობიექტები და რესტორნები ღია სივრცეში მუშაობენ. იმის გათვალისწინებით, რომ გარეთ ზამთარია, ამან დიდი შედეგი ვერ გამოიღო. გარდა ამისა, ახალქალაქში არსებული რესტორნების ინფრასტრუქტურა არ არის გათვლილი ღია სივრცეში მუშაობაზე.