უკვე კვირაზე მეტია, რაც ფონდი “ჯავახეთის მხარდაჭერა” და საერთო სომხური ქველმოქმედების საბჭო ჯავახეთში ერთობლივ საქველმოქმედო პროგრამას ახორციელებს, რომლის ფარგლებში ხალხს ხარისხიან ევროპულ ტანსაცმელს ურიგებენ.
ფონდ “ჯავახეთის მხარდაჭერის” პროგრამის ფარგლებში ფონდის თანამშრომლები ახალქალაქის, ნინოწმინდის, ახალციხის, ასპინძის და წალკის სოფლებში ჩადიან.
როგორც ორგანიზატორები ამბობენ, ეს პროგრამა ჯავახეთის ყველა სოფლამდე მიაღწევს და ადგილობრივი მოსახლეობის დაახლოებით 20% გახდება პროგრამის ბენეფიციარი.
“მრავალი წელია ვთანამშრომლობთ საერთო სომხურ საქველმოქმედო საბჭოსთან. ამ პროექტს ვახორციელებთ AGBU-ს ფრანგულ ფილიალთან თანამშროლიბით. მიზანია ჯავახეთის მხარდაჭერა, მით უმეტეს, რომ შარშან ხალხმა საზღვარგარეთ სამუშაოდ წასვლა ვერ მოახერხა. ჩვენ ჯავახეთში 15 000 ცალ საქონელზე მეტი ჩამოვიტანეთ, ეს ქურთუკებია, ძირითადად თბილი ნივთები. ჩვენ საქონელს მოსახლეობის რაოდენობის მიხედვით ვანაწილებთ, ეს არის დაახლოებით 20% თითოეულ სოფელზე»,- განუცხადა JNEWS-ს “ჯავახეთის მხარდაჭერის” ფონდის დირექტორმა, სამველ მკოიანმა.
მან აღნიშნა, რომ უსამართლობის თავიდან აცილების მიზნით მათ შეიმუშავეს სპეციალური სტატუსი, პროგრამით სარგებლობა შეუძლიათ სოციალურად დაუცველ ადამიანებს, შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებს, მრავალშვილიან ოჯახებს, მარტოხელა დედებს და სხვ.
ორგანიზატორები აღნიშნავენ, რომ არის გამონაკლისები. “მაგალითად, არის სოფელი, სადაც გამხნევების მიზნით სტუდენტებს ვურიგებთ, რადგან ამ სოფელში ნაკლები სტუდენტია. არის სოფელი, სადაც სპორტსმენებს ვურიგებთ»,-დასძენს სამველ მკოიანი.
ფონდ “ჯავახეთის მხარდაჭერის” წევრები პროგრამის ფარგლებში ჯავახეთის დაახლოებით 15 სოფელში იმყოფებოდნენ და 2500-ზე მეტმა ადამიანმა მიიღო დახმარება ტანსაცმლის სახით.