დღეს, 23 თებერვალს ახალქალაქის მუნიციპალიტეტში COVID-19-ით ინფიცირების შემთხვევა არ დაფიქსირებულა. საერთო ჯამში, კორონავირუსის ეპიდემიის დაწყებიდან სამცხე-ჯავახეთში კორონავირუსის 4683 შემთხვევაა გამოვლენილი, მათ შორის, 329 ახალქალაქში და 151 ნინოწმინდაში.

როგორც სამცხე-ჯავახეთის სამხარეო ადმინისტრაციის წარმომადგენელმა, გიორგი მიქელაძემ JNEWS-ს განუცხადა, ბოლო 24 საათის განმავლობაში სამცხე-ჯავახეთში კორონავირუსის 4 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა:

ადიგენი-0;
ასპინძა-0;
ახალციხე-1;
ახალქალაქი-0;
ბორჯომი-3 და
ნინოწმინდა-0:

საერთო ჯამში, რეგიონში 119 ადამიანია იზოლირებული:

1. ადიგენის – 11 პირი;
2. ასპინძა – 9 პირი;
3. ახალციხე – 24 პირი;
4. ახალქალაქი – 14 პირი;
5. ბორჯომის – 61 პირი;
6. ნინოწმინდის – 0 პირი.

დღეის მდგომარეობით კარანტინში და კოვიდ სასტუმროებში არავინ იმყოფება, ხოლო კოვიდ კლინიკაში 20 პაციენტი რჩება.

ბოლო 24 საათის განმავლობაში, სამცხე-ჯავახეთში გამოჯანმრთების და გარდაცვალების ფაქტი არ დაფიქსირდა.

საერთო ჯამში, რეგიონში 4 609 ადამიანი გამოჯანმრთელდა, 47 ადამიანი გარდაიცვალა. გამოვლენილია 4 კონტაქტი ინფიცირებულთან, მიმდინარეობს კვლევა. ამ დროისთვის 28 ნიმუშის პასუხს ელოდებიან