სომხეთში, გასული დღე-ღამის განმავლობაში, კორონავირუსის 282 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, – ინფორმაციას სომხეთის დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ეროვნული ცენტრი ავრცელებს. მათივე ცნობით, ქვეყანაში, ბოლო 24 საათში, კოვიდ-19-ს 4 პაციენტის სიცოცხლე ემსხვერპლა.
სომხეთში, საერთო ჯამში, კორონავირუსის 171 227 შემთხვევაა დადასტურებული, დღემდე ვირუსს 3 179 ადამიანი ემსხვერპლა, გამოჯანმრთელებული პაციენტების საერთო რაოდენობა კი 162 984-ია