დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, საქართველოში კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინით აცრილთა რაოდენობა 253 988 პირს შეადგენს.
რაც შეეხება დღიურად ჩატარებულ ვაქცინაციას, ეს რიცხვი 2267-ია.
შეგახსენებთ, საქართველოში კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაციის პროცესი 15 მარტს დაიწყო. ქვეყანაში ამ პერიოდის განმავლობაში მოსახლეობის ვაქცინაცია მიმდინარეობდა შემდეგი ვაქცინებით: „ასტრაზენეკა“, „ფაიზერი“, „სინოფარმი“, „სინოვაკი“.