“მარაბდა-კარწახის რკინიგზამ” 183 მილიონი ლარი იზარალა, – ამის შესახებ ინფორმაცია პლატფორმა Hub Georgia -ს ონლაინ-კონფერენციაზე იყო, რომელიც ტრანსპორტის საკითხებით არის დაკავებული.
შეხვედრაზე პანდემიის გამო, ქვეყნის ეკონომიკაში 2020 წლის ფინანსური დანაკარგები განიხილეს, ასევე აღნიშნული იყო ის ნეგატიური რეზონანსი, რომელიც შარშან დაწყებულ ეკონომიკურ კრიზისს მოჰყვა.
კონფერენციის მონაწილეები წამგებიანი სახელმწიფო ღონისძიებების საკითხს შეეხნენ. მათ შორის არის: “მარაბდა-კარწახის რკინიგზის” 183 მლნ ლარიანი ზარალი, “წყალმომარაგების გაერთიანებული კომპანიის” 85 მლნ ლარიანი ზარალი, “ენერგოტრანსის” 26 მლნ ლარიანი ზარალი და “საქათველოს რკინიგზის” 130 მლნ ლარიანი ზარალი.
შეხვედრაზე ითქვა, რომ დანაკარგის მიზეზი – სახელმწიფო კომპანიების ხელმძღვანელობის არაეფექტიანი გადაწყვეტილებებია.
შეგახსენებთ, რომ შპს “მარაბდა-კარწახის რკინიგზა” – მთლიანად სახელმწიფო წარმოებაა, რომლის დირექტორი, ლევან კანკავაა. ეს გზა – დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ინფრასტრუქტურული პროექტია, რომლის რეალიზაციისთვის 775 მილიონი აშშ დოლარის კრედიტია აღებული.
გარდა ამისა, ეს ხაზი – საქართველოს ტერიტორიაზე გამავალი ბაქო-თბილისი-ყარსის რკინიგზის ნაწილია. ბაქო-თბილისი-ყარსის ქართული ნაწილის სამშენებლო სამუშაოების დიდი ნაწილი, რამდენიმე წლის წინ დასრულდა. დარჩენილია მხოლოდ იმ სახის სამუშაოები, რომლებიც უშუალოდ რკინიგზის ექსპლუატაციას უკავშირდება.
Bizzone.info