ბაქო-თბილისი-ყარსის რკინიგზა ოთხი წლის წინ შევიდა ექსპლუატაციაში, თუმცა დღეს ახალქალაქის სადგურის მიმდებარე ტერიტორია ისევ დიდ სამშენებლო მოედანს ჰგავს. Jnews-ი თვეზე მეტ ხანს ელოდა ოფიციალურ ინფორმაციას იმის შესახებ, თუ რა მშენებლობები მიმდინარეობს იქ და რამდენ ხანს გაგრძელდება. ჩვენ წარმოგიდგენთ, თუ რა დაინახა Jnews–ის კამერამ და რას ამბობენ ადამიანები, რომლებიც სამშენებლო სამუშაოებში მუშაობდნენ.
ბაქო-თბილისი-ყარსის რკინიგზის «ახალქალაქის» სადგურის ტერიტორიაზე სამშენებლო მასალები ყველგან ყრია, ტერიტორია სამშენებლო მოედანს უფრო ჰგავს და არა მშენებლობას, რომელიც ექსპლუატაციაში შევიდა. ბაქო-თბილისი-ყარსის რკინიგზის მაგისტრალი საზეიმოდ გაიხსნა 2017 წლის 30 ოქტომბერს.
ყოფილი მომუშავის თქმით, რომელიც ბაქო-თბილისი-ყარსის სამშენებლო სამუშაოებში მონაწილეობდა, აფეთქების შემდეგ «ახალქალაქის» სადგურის შენობა, ისევე, როგორც სხვა შენობები, დაზიანდა. რკინიგზის ექსპლუატაციისთვის აშენებული ელექტროქვესადგური ასევე არ მუშაობს, ელექტრო სისტემა არ არის ჩართული, 2019 წელს ენერგოსისტემის მშენებლობის შემდეგ, ის არც კი შემოწმებულა. ქვესადგურის ძაბვა 1000 ვოლტია.
“ისე არ არის, რომ სამშენებლო მოედანზე ელექტროენერგია არ არის, დროებითი ელექტროენერგია არის, მაგრამ ის, რაც მუდმივად იქნება და აშენდა პროექტის მიხედვით, არ მუშაობს. იქ ყველა სამუშაო უხარისხოდ და არასრულად ჩატარდა. კაბელები ძველია, ზეთით სავსე, ახლა ასეთ კაბელებს არავინ იყენებს, მთელ მსოფლიოში უკვე მშრალი კაბელები გამოიყენება”, – ამბობს ყოფილი თანამშრომელი.
ელექტროკომუნიკაციების სამუშაოებს ATF Georgia ახორციელებდა.
ჩვენი რესპონდენტის თქმით, ორი საკანალიზაციო სისტემა შენდება, ერთი ჩამდინარე წყლებისთვის, მეორე კი კანალიზაციისთვის. ეს წყლები მდინარე ფარავანში ჩაედინება. მანამდე კი ისინი უნდა გაიწმინდოს, უნდა აშენდეს გამწმენდი მოწყობილობა, რომელიც, ჩვენი რესპონდენტის თქმით, ჯერ არ არის აშენებული.
«ახალქალაქის» სადგურის ტერიტორიაზე ასევე აშენდა ადმინისტრაციული შენობა, საბაჟო და სხვა ინფრასტრუქტურა. დასრულებულია შენობის სახურავის მშენებლობა, სადაც მატარებლის ლიანდაგები შეიცვლება. თვითონ შენობაში ინტენსიური სამუშაოები მიმდინარეობს.
ბაქო-თბილისი-ყარსის ახალქალაქის სადგური მნიშვნელოვანია იმით, რომ აქ უწევდა რელსების ევროპული სტანდარტიდან ძველისკენ და პირიქით შეცვლა. მაგრამ ის ჯერ არ ხორციელდება. კონტეინერების მატარებლები ბაქო-თბილისი-ყარსზე გადიან და კონტეინერები სხვა კონტეინერებში იტვირთება.
ინფორმაციამ იმის შესახებ, თუ რა შენდება და როგორ მიმდინარეობს მშენებლობის პროცესი, ჩვენამდე ვერ მოაღწია. Jnews–მა ინფორმაცია ერთი თვის წინ მოითხოვა და პასუხს ელოდება. ჩვენი რესპონდენტის თქმით, ინფორმაცია დახურულია სამშენებლო ობიექტზე მომუშავეებისთვისაც კი.
Jnews-თან საუბარში შპს «დემიროილ სერვისის» თანამშრომელმა განაცხადა: “80 ადამიანი მუშაობს სამშენებლო ობიექტზე, ჩვენთვის ეროვნებას არ აქვს მნიშვნელობა, ჩვენ არავის არ ვურღვევთ უფლებებს. ვმუშაობთ საქართველოს კანონების შესაბამისად. ბევრი სამუშაოა, ინტენსიური სამუშაოები მხოლოდ მაშინ დავიწყეთ , როდესაც დათბა, ჩვენ ზამთარშიც ვმუშაობდით, მაგრამ არა ასეთი ინტენსივობით. ვახორციელებთ სამშენებლო და შენობების სარემონტო სამუშაოებს. ბევრი სამუშაოა, წელს ვერ დავამთავრებთ”, – თქვა კომპანია შპს «დემიროილ სერვისის» წარმომადგენელმა.
ბაქო-თბილისი-ყარსი, რომლის მოცულობა წელიწადში დაახლოებით ექვსი მილიონი ტონაა, ნახევარი დატვირთვითავ კი არ მუშაობს.
“ვაგონები ზოგადად ნაკლებად შემოდის, მაგრამ ისინი ყოველთვის მაღალ ციფრებს იძახიან. ძირითადად ყაზახეთიდან მარცვლეული შემოდის”, – ამბობს ჩვენი რესპონდენტი.
აღვნიშნავთ, რომ კარწახის სადგურის შენობა, რომელიც არ ფუნქციონირებს, უკვე ინგრევა. იმ სოფლებში, საიდანაც ბაქო-თბილისი-ყარსი გადის, სარკინიგზო ხაზებზე გადასასვლელი, როგორც მოსახლეობისთვის, ასევე პირუტყვისთვის სრულად არ არის აშენებული.
ბაქო-თბილისი-ყარსის საერთო სიგრძეა 826 კილომეტრს შეადგენს. პროექტის ფარგლებში რკინიგზის მაგისტრალის ახალი 105-კილომეტრიანი განშტოება აშენდა, რომლის 76 კმ – თურქეთის და 29 კმ – საქართველოს ტერიტორიაზე. გარდა ამისა, საქართველოში ახალქალაქი-მარაბდა-თბილისის რკინიგზის 183 კილომეტრიანი მონაკვეთი რეკონსტრუქცია ჩატარდა, რათა გამტარუნარიანობა წელიწადში 15 მილიონ ტონამდე გაიზარდოს. დერეფნის გამტარუნარიანობის პიკი წელიწადში 17 მილიონ ტონა ტვირთამდე იქნება. საწყის ეტაპზე ეს მაჩვენებელი 1 მილიონი მგზავრისა და 6,5 მილიონი ტონა ტვირთის დონეზე იქნება. 2015 წლის 29 იანვარს ბაქო-თბილისი-ყარსის რკინიგზის მაგისტრალის ქართულ მონაკვეთზე პირველმა საცდელმა მატარებელმა გაიარა, 2017 წლის 30 ოქტომბერს კი მონაკვეთი ოფიციალურად გაიხსნა.