9 თებერვალს, საღამოს საათებში, ქალაქ ნინოწმინდაში სპანდარიანის და თავისუფლების გზაჯვარედინზე ავტომობილი საშუალო ასაკის მამაკაცს დაეჯახა. მამაკაცის მდგომარეობა ნორმალურია. მძღოლი დანაშაულის ადგილიდან მაშინვე მიიმალა, ქვეითის მდგომარეობით არ დაინტერესებულა.
თვითმხილველების თქმით, ავტომობილი Opel-ის მარკის იყო.
სასწრაფო გადაუდებელი დახმარების ბრიგადამ დაზარალებული ახალქალაქის რეფერალურ კლინიკაში გადაიყვანა, გვაცნობებს რადიო NOR-ი.
ახალქალაქის საავადმყოფოდან JNEWS-ს აცნობეს, რომ მამაკაცს ამჟამად მორიგე ექიმი იკვლევს, დაზარალებულის მდგომარეობა ნორმალურია.
დანაშაულის ადგილას საქართველოს შსს და საპატრულო პოლიციის თანამშრომლები მუშაობენ.