დღეს, 21 იანვარს, ფონდ “ჯავახკის” წევრებმა ქალაქ ახალქალაქში გაჭირვებულ ოჯახებს პროდუქტები დაურიგეს. ყუთებში განაწილებული კვების პროდუქტები 7-მა ოჯახმა მიიღო. დახმარების პროგრამა მუდმივ ხასიათს ატარებს.
ფონდ “ჯავახკის” ერთ-ერთმა დამფუძნებელმა, კარენ პაპიკიანმა, ბოლო ხანებში ფონდის მიერ გაწეული სამუშაოს ანგარიში წარადგინა. მაშინ გაჩნდა იდეა, რომ დარჩენილი პროდუქტები ჯავახეთში გაჭირვებული ოჯახებისთვის დაერიგებინათ.
დღეს დილიდან, “ჯავახკის” მოხალისეებმა მთიან ყარაბაღში ომის დროს ჯავახეთის მოსახლეობის მიერ შეგროვებული კვების პროდუქტების განაწილება დაიწყეს. მაშინ ფონდმა ჰუმანიტარული დახმარებით დატვირთული სატვირთო მანქანა გაგზავნა. იმისთვის, რომ ტვირთი სომხეთში გადაიტანონ და ლტოლვილებს დარჩენილი პროდუქტები დაურიგონ, საზღვარზე საკმაოდ დიდი თანხა უნდა გადაიხადონ, ამიტომ გადაწყდა, დარჩენილი საკვები ახალქალაქში, ნინოწმინდაში და ამ მუნიციპალიტეტების სოფლებში გაჭირვებულებს დაურიგონ.
მცენარეული ზეთი, კონსერვები, კომპოტები, მურაბები, ტკბილეული და სხვ. ახალქალაქში 7-მა ოჯახმა მიიღო. თუმცა, ეს მხოლოდ პირველი დღეა და ინიციატივა მუდმივად განხორციელდება.