სოფელ ფოკაში, ფარავნის ტბის ნაპირზე, იმ ადგილას, სადაც წმინდა ნინომ საქართველოში ქრისტიანობის გარვცელების გზა დაიწყო, ტურისტული ინფრასტრურა შენდება, კერძოდ ნათლობის ადგილი, სასტუმრო სახლი, კაშხალი, სასეირნო ბილიკები და სხვა ობიექტები.
ტურისტული ინფრასტრუქტურის მშენებლობა, რომელიც გასული 2019 წლის შემოდგომით დაიწყო და ზამთრის უამინდობის, ხოლო შემდეგ კი კორონავირუსის გამო იყო შეჩერებული, განახლდა. სამუშაოებს შპს «რებილდი» ახორციელებს. მშენებლობის დამკვეთი მუნიციპალური განვითარების ფონდია, ყველა სამუშაოსათვის 3 173 021 ლარი იყო გამოყოფილი. შპს «რებილდმა» ტენდერი 3 099 903 ლარით მოიგო. სამშენებლო სამუშაოები 2021 წლის ბოლომდე გაგრძელდება. ამჟამად მოსამზადებელი სამუშაოები მიმდინარეობს. მშენებლები ტერიტორიას ასუფთავებენ, რათა კაშხალის მშენებლობა დაიწყონ.
ტენდერის დოკუმენტაციის თანახმად დაგეგმილია შემდეგი სამუშაოები: მონასტრის ტერიტორიის ასფალტირება, პარკინგის მშენებლობა. იქნება აშენებული ვიზიტორთა ცენტრი, კაფე-მაღაზია, სადეგუსტაციო ოთახი, სამზარეულო, საეკლესიო მაღაზია. ტერიტორიაზე ასევე საზოგადოებრივი სანიტარიის საპირფარეშო მოეწყობა.
ტერიტორიაზე ადგილობრივი ქვებით შემოსაზღვრული და გარე განათებით საველოსიპედო ბილიკები იქნება განლაგებული. მთლიანი ტერიტორია იქნება განათებული და საცალფეხო ბილიკებიც მოეწყობა.