საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრ მიხეილ ჩხენკელის ინფორმაციით,  Vკლასიდან XII კლასის ჩათვლით მოსწავლეებისთვის სკოლაში პირბადის ტარება სავალდებულო იქნება.
“მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ ყველა სკოლაში, დაწყებული V კლასიდან ზემოთ, მოსწავლეებისთვის  პირბადეების ტარება სავალდებულო იქნება. დეტალურ ინსტრუქციებს, რაც შეეხება, ეს დღესვე დაურიგდებათ სკოლებს და ყველა სკოლა მოახდენს კომუნიკაციას მშობლებთან. ყველაფერი კეთდება იმისთვის, რომ შენარჩუნდეს ის კარგი დინამიკა, რომელიც უკვე გვაქვს. ეს სასიხარულო ამბავია, მაგრამ ამას შენარჩუნება სჭირდება“, – განაცხადა განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრმა, მიხეილ ჩხენკელმა დღეს, მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე.