დღეს, 22 დეკემბერს, ახალქალაქის მუნიციპალიტეტში COVID-19-ით ინფიცირების 4 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. საერთო ჯამში, კორონავირუსის პანდემიის დაწყებისდან დღემდე, სამცხე-ჯავახეთში კორონავირუსის 3 753 შემთხვევა დაფიქსირდა, მათ შორის 297 ახალქალაქში და 134 ნინოწმინდაში.
როგორც სამცხე – ჯავახეთის გუბერნიის წარმომადგენელმა, გიორგი მიქელაძემ JNEWS– ს განუცხადა, ბოლო 24 საათის განმავლობაში კორონავირუსის 53 ახალი შემთხვევა აღმოაჩინეს სამცხე–ჯავახეთში.
მუნიციპალიტეტების მიერ გამოვლენილი შემთხვევების რაოდენობა შემდეგნაირად გადანაწილდა:
18 – ახალციხეში;
10 – ადიგენში;
4 – ახალქალაქში;
18 – ბორჯომში;
0 – ნინოწმინდაში;
3 – ასპინძაში.
საერთო ჯამში, რეგიონში 513 ადამიანი იზოლირებულია:
ახალციხე – 266;
ახალქალაქი – 108;
ბორჯომი – 215;
ნინოწმინდა – 10;
ასპინძა – 77;
ადიგენი – 137.
ბოლო 24 საათის განმავლობაში, 92 პაციენტი გამოჯანმრთელდა სამცხე-ჯავახეთში. სულ 2 ლეტალური შემთხვევაა რეგისტრირებული, ორივე შემთხვევა ნინოწმინდის მუნიციპალიტეტშია ფიქსირებული.
რეგიონში სულ 2093 ადამიანი გამოჯანმრთელდა, 39 ადამიანი გარდაიცვალა.
გამოვლენილია 52 კონტაქტი ინფიცირებულთან, მიმდინარეობს კვლევა. 123 ტესტის პასუხის მოლოდინშია.