დღეს, 7 თებერვალს ახალქალაქის მუნიციპალიტეტში COVID-19-ით ინფიცირების შემთხვევა არ დაფიქსირდა. საერთო ჯამში, კორონავირუსის ეპიდემიის დაწყებიდან სამცხე-ჯავახეთში კორონავირუსის 4584 შემთხვევაა გამოვლენილი, მათ შორის, 327 ახალქალაქში და 150 ნინოწმინდაში.
როგორც სამცხე-ჯავახეთის სამხარეო ადმინისტრაციის წარმომადგენელმა, გიორგი მიქელაძემ JNEWS-ს განუცხადა, ბოლო 24 საათის განმავლობაში სამცხე-ჯავახეთში კორონავირუსის 7 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა.
მუნიციპალიტეტების მიხედვით გამოვლენილი შემთხვევების რაოდენობა შემდეგნაირად გადანაწილდა:
1 – ახალციხეში
0 – ადიგენში
0 – ახალქალაქში
4 – ბორჯომში
0 – ნინოწმინდაზე
2 – ასპინძაში.
საერთო ჯამში, რეგიონში 339 ადამიანია იზოლირებული:
ახალციხე – 26
ახალქალაქი – 10
ბორჯომი – 65
ნინოწმინდა –0
ასპინძა – 17
ადიგენი – 221
ბოლო 24 საათის განმავლობაში, სამცხე-ჯავახეთში 24 პაციენტი გამოჯანმრთელდა, გარდაცვალების ფაქტი არ დაფიქსირებულა.
დღეის მდგომარეობით კარანტინში და კოვიდ სასტუმროებში არავინ იმყოფება, ხოლო კოვიდ კლინიკაში 70 პაციენტი რჩება.
საერთო ჯამში, რეგიონში 4 371 ადამიანი გამოჯანმრთელდა, 44 ადამიანი გარდაიცვალა. გამოვლენილია 11 კონტაქტი ინფიცირებულთან, მიმდინარეობს კვლევა. ამ დროისთვის 40 ნიმუშის პასუხს ელოდებიან.