ვიცე-პრემიერ მაია ცქიტიშვილის განცხადებით, საქალაქთაშორისო ტრანსპორტის მოძრაობის აღდგენა ჯერჯერობით დაგეგმილი არ არის. როგორც ცქიტიშვილმა მთავრობის სხდომის შემდეგ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, მომდევნო დაახლოებით 1 კვირაში შეფასდება ეპიდემიოლოგიური ვითარება და ვირუსის გავრცელების დინამიკა და საქალაქთაშორისო ტრანსპორტის აღდგენის გადაწვეტილებას ამის მიხედვით მიიღებენ.
„ამ ეტაპზე საქალაქთაშორისო ტრანსპორტის ფუნქიონირების აღდგენა დაგეგმილი არ არის. ჯერ ვსაუბრობთ მუნიციპალური ტრანსპორტის აღდგენაზე. შესაბამისად, მუნიციპალური ტრანსპორტი იმოქმედებს ყველა იმ დასახლებულ პუნქტში, სადაც მუნიციპალური ტრანსპორტი არსებობს“,- განაცხადა ცქიტიშვილმა.