2020 წელს სამცხე–ჯავახეთში ავტოსაგზაო შემთხვევებს 22 პირი ემსხვერპლა

2020 წელს სამცხე–ჯავახეთში ავტოსაგზაო შემთხვევებს 22 პირი ემსხვერპლა

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, 2020 წელს სამცხე–ჯავახეთში 126 ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა, შედეგად 22 პირი გარდაიცვალა, დაშავდა 185 ადამიანი.

რაც შეეხება 2019 წელს, რეგიონში სსკ–ის 276-ე მუხლის მიხედვით, ავარიის 128 შემთხვევა დაფიქსირდა, დაშავდა 198 მგზავრი, გარდაიცვალა –14.

უწყების ინფორმაციით, საქართველოს მასშტაბით, 2020 წელს ჯამში 4 999 საგზაო–სატრანსპორტო შემთხვევა მოხდა, გარდაიცვალა 450 ადამიანი, დაშავდა 6 640 პირი.

გაზიარება: Facebook Telegram

იხილეთ ასევე