შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, 2020 წელს სამცხე–ჯავახეთში 126 ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა, შედეგად 22 პირი გარდაიცვალა, დაშავდა 185 ადამიანი.
რაც შეეხება 2019 წელს, რეგიონში სსკ–ის 276-ე მუხლის მიხედვით, ავარიის 128 შემთხვევა დაფიქსირდა, დაშავდა 198 მგზავრი, გარდაიცვალა –14.
უწყების ინფორმაციით, საქართველოს მასშტაბით, 2020 წელს ჯამში 4 999 საგზაო–სატრანსპორტო შემთხვევა მოხდა, გარდაიცვალა 450 ადამიანი, დაშავდა 6 640 პირი.