სახელმწიფო რწმუნებულმა სამცხე-ჯავახეთის მხარეში ბესიკ ამირანაშვილმა კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაცია ჩაიტარა. გუბერნატორმა ჩინური “სინოფარმის” პირველი დოზა ახალციხის რეფერალურ ჰოსპიტალში გაიკეთა. მასთან ერთად აიცრა ასპინძის მერი როსტომ მაგრაქველიძე. მათი თქმით, საჯაროდ აცრა საინფორმაციო კამპანიის ნაწილია და ვაქცინაციის პროცესის პოპულარიზაციას ემსახურება.
“მე დღეს ჩავიტარე აცრა ,როდესაც მოქალაქეს მოუწოდებ რომ უნდა აიცრას და სხვა გზა არ არსებობს პირველ რიგში შენ უნდა მისცე მაგალითი . ვაქცინაცია ერთადერთი გზაა პანდემიის დასამარცხებლად, გავუფრთხილდეთ ერთმანეთს და დავიცვათ გარშემომყოფები” – თქვა ბესიკ ამირანაშვილმა.
სამცხე-ჯავახეთში “სინოფარმით” ვაქცინაცია დაიწყო. აცრა შესაძლებელია რეგიონის ხუთივე მუნიციპალიტეტში. ამ ეტაპზე მოსახლეობა აქტიურობს ახალციხესა და ბორჯომში.
ახალციხის რეფერალურ ჰოსპიტალში ვაქცინაციისთვის კვირაში ოთხი დღეა გამოყოფილი. კლინიკის ხელმძღვანელის თქმით, დღეში საშუალოდ, 20-30 მოქალაქე იცრება.