ახალქალაქის მუნიციპალიტეტის საკრებულოს საფინანსო-საბიუჯეტო კომისიამ დღეს, 3 თებერვალს, ბიუჯეტის ცვლილებების პროექტი განიხილა. ეს პირველი ცვლილებაა 2021 წლის ბიუჯეტში.<!–more–>


ცვლილებების საერთო თანხა 1 415 316.39 ლარს შეადგენს.

ერთი ცვლილება ეხებოდა ინფრასტრუქტურულ სამუშაოებს, პროექტების შედგენას, ახალქალაქის განვითარების ჯგუფის (LAG) მიერ დაფინანსებული პროექტების გადახდებს, საბავშვო ბაღების გაერთიანების შესყიდვებს, მუნიციპალური სამსახურების ავტოტრანსპორტის რემონტს და მომსახურებას. ეს სამუშაოები ჩატარებული  შარშან, 2020 წელს ჩატარდა, თუმცა გადახდა არ განხორციელდა, ან ნაწილობრივ იყო გადახდილი. ამ სამუშაოების თანხა 652 593,61 ლარს შეადგენს და გადასული ნაშთიდან გამოიყოფა.

კომისიის სხდომაზე განიხილავდნენ პროექტებს, რომლებიც წელს სახელმწიფო დაფინანსებით განხორციელდება მუნიციპალიტეტში. ეს პროექტები არანაკლებ 5%-ით ადგილობრივი ბიუჯეტიდან ფინანსდება. სახელმწიფო ბიუჯეტიდან დაფინანსებული პროექტების საერთო თანხა 3 713 976 ლარს შეადგენს, რომელთაგან 3 465 051 ლარი გამოყოფილია სახელმწიფო ბიუჯეტიდან, 248 925 ლარი ადგილობრივიდან.

საფინანსო-საბიუჯეტო კომისიის დეპუტატებმა განიხილეს სახსრების გამოყოფა შემდეგ მედია-ორგანიზაციებზე: GUARDIAN.GE – 4900 ლარი, EKSPRESSNEWS – 2750 ლარი. თანხა გამოყოფილია ასევე შემდეგი ღონისძიებებისთვის: მერიისთვის სადეზინფექციო ხსნარები – 5100 ლარი თანხით, 100 000 ლარი – ახალი ნაგვის ურნების შეძენა, 3500 ლარი – ქართული მართმადიდებლური ეკლესიის ახალქალაქისა და კუმურდოს ეპარქიის მუზეუმში გათბობის გაყვანა, 6470 ლარი – მერიის შენობაში საპირფარეშოების რემონტი და სხვა სამუშაოებისთვის – 174 720 ლარი.

კომისიამ ასევე, განიხილა სკოლის მოსწავლეების სხვადასხვა სოფლიდან ქალაქში, ან სხვა სოფლებში ტრანსპორტირების საკითხი. ცვლილებების თანხა 339 078,78 ლარს შეადგენს.

დეპუტატებმა პრეტენზია გამოთქვეს სკოლის მოსწავლეების სოფელ კარტიკამიდან ქალაქის რუსულ სკოლაში ტრანსპორტირებაზე. ახალქალაქის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე გაიოზ ლომსაძემ მოითხოვა განმარტება, სახელმწიფომ, რატომ უნდა დააფინანსოს სოფელ კარგიკამის სკოლის მოსწავლეების ტრანსპორტირება. ხოლო, მაგალითად, სოფელ კუმურდოს მოსწავლეებს, რომლებიც ასევე სწავლობენ ახალქალაქის სკოლებში და, რომლებმაც მერიაში ტრანსპორტირების თხოვნით მიმართეს, უარი უთხრეს. აღნიშნული საკითხი დეპუტატების მიერ განიხილებოდა. კარტიკამის დეპუტატი გენადი ელიზბარიანი აცხადებს, რომ ტრანსპორტირება საჭიროა, მით უმეტეს, რომ დეპუტატები დაჰპირდნენ სოფლის მოსახლეობას. ახალქალაქის მუნიციპალიტეტში 28 სოფლიდან ხორციელდება მოსწავლეების ტრანსპორტირება.

დეპუტატები საერთო გადაწყვეტილებამდე შესწორებების ყველა პუნქტზე მივიდნენ, ბავშვების ტრანსპორტირების პუნქტის გარდა. თუმცა, გადაწყდა, რომ აღნიშნული საკითხი ბიუროს სხდომაზე განსახილველად დატოვონ.